რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის შემფასებელი კომისიის ინსტრუქციასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბაქოელ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გამართული ქართული საღამოს შემოსავლიდან თანხის შეწირვისთვის.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენების ორგანიზებაში საზოგადოების სახელით მონაწილეობა ალექსანდრე ჭყონიასა და გიორგი იოსელიანს ანდეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 10 დეკემბერს ანა მუსხელიშვილმა და სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართეს, რომ სახალხო სკოლების დირექტორისთვის ქუთაისის სკოლის უწყება და პროგრამა გაეგზავნათ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ბაშკიჩეთში მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნები გაიმართა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 17 თებერვალს თელავში გამართულ კახეთის მევენახეთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის წესდების შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 25 დეკემბერს რაფიელ ერისთავმა ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში გადასცა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 დეკემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანსა და რაფიელ ერისთავს სასკოლო სახელმძღვანელოების შემოწმება დაევალათ.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს თელავისა და კონდოლის დამზოგველი საზოგადოებების წესდებათა პროექტები წარუდგინა.
1860
ტიპი: მფლობელობა
1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას შესთავაზა, გამგეობის წევრები მაზრებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან სკოლების გახსნის საკითხებზე მოსალაპარაკებლად გაეგზავნათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილისა და ვალერიან გუნიასათვის სახელმძღვანელოების თანხის გამოყოფის საკითხი დაამტკიცეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს სკოლების შესანახი თანხის მოძიების გზების შესახებ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა სამტრედიის წიგნის მაღაზიის მეპატრონის, იასონ კაპანაძის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების გაყიდვის ნებართვის მიცემაზე.

