რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი წერეთელსა და იონა მეუნარგიას ასლების გადამღები აპარატის, ჰექტოგრაფის ღირებულების გარკვევა დაევალათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხაზინადრის მიერ საბანკო ქაღალდის შესყიდვის საკითხი დაამტკიცეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 20 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრების საქმიანობაში, რომელზეც განიხილეს კახეთის რკინიგზის დაფინანსების საკითხი. ილიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ დაფინანსება ობლიგაციური წესით ყოფილიყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო და ბათუმში სკოლის გახსნის საჭიროების საკითხი დასვა.
1830
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დასაბეჭდად ჩაუშვიათ ცენზურის მიერ დამტკიცებული ქართული გრამატიკის წიგნი. წიგნი სამ ნაწილად შეუდგენია თბილისის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილს (დადაევ-მაღარსკის).
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის თებერვალში ეგნატე ინგოროყვამ ილია ჭავჭავაძეს ჩოჩხათის სახალხო სკოლის ფინანსური ანგარიში გაუგზავნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 10 მარტს თბილისის გუბერნატორმა პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნა უწყისი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ მოქალაქეთა შესახებ. მასში 76 პირს შორის დასახელებული იყო ილია ჭავჭავაძე, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, თონეთის მცხოვრებთა თხოვნა სკოლის გახსნის თაობაზე დასამტკიცებლად გუბერნატორთან უნდა გაეგზავნათ.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 26 სექტემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა გრიგოლ არწრუნის თეატრში მისივე პოემა „დედა და შვილი“ დადგა. დედის როლს ნატო გაბუნია ასრულებდა, შვილისას – კოტე მესხი.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ საქართველოში გამომგზავრებულ ინგლისელ მთარგმნელს, მარჯორი უორდროპს იმჟამად თბილისში მყოფი მისი ძმა, ოლივერ უორდროპი სტამბოლში დახვდებოდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის“ ინგლისურად მთარგმნელი მარჯორი უორდროპი უკვე გამოემგზავრა საქართველოში.

