რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1930
ტიპი: თანამდებობა
1930-1937 წლებში ივანე პაპასკირი გაზეთ „აპსნი კაპშის” რედაქციაში მუშაობდა პარტიული განყოფილების გამგედ.
1941
ტიპი: თანამდებობა
1941-1942 წლებში ივანე პაპასკირი მსახურობდა სოხუმის სამხედრო ნაწილში პოლიტხელად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თევდორე საყვარელის ძე ცხომელიძე იყო სტომატოლოგი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მესხიევი სახლს ფლობდა თბილისში, კალოუბნის N8-ში.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
სალომე იაგორის ასული მამაცოვი იყო ნადეჟდა გაბრიელის ასულ განძელის დედა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 მარტს გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინს ა. ა. ივანენკომ ვერცხლის ჭურჭლით პურ-მარილი მიართვა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1891 სასწავლო წელს ნ. მდივანი თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1891 სასწავლო წელს გ. გარსიშვილი თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1891 სასწავლო წელს ა. კობიაშვილი თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებელი იყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომამ დიმიტრი ყიფიანის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. განაწყენებულმა ყიფიანმა ამხანაგობა დატოვა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული თეატრის ამხანაგობის კრებას დაესწრო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“ თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა გამოყვეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ყიფიანის რამდენიმე წინადადება – გაეუქმებინათ დეკლამაციისა და დიქციის კლასები, ჯილდო მიეცათ გიორგი წერეთლის პიესა „ოჯახის ასულისთვის“ და მიხეილ ბებუთაშვილი ამხანაგობის წევრად მიეღოთ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასური გამოყვეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

