რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივნისს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 ივნისს კონსტანტინე ივანეს ძე გუდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის კომერციულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს დონის პოლიტექნიკუმის ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიხეილ მიხეილის ძე კოპაძისთვის სტიპენდია სთხოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილისა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საქართველოში სტამბის გახსნის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს სტამბის გახსნის 200 წლის იუბილეს ორგანიზება დაევალათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სარაჯიშვილისა და ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიები დაუნიშნეს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა საზოგადოების ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენება და სთხოვა ყვარლის ილიას სახელობის ბიბლიოთეკის საქმეების მოწესრიგება. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვიქტორ გამყრელიძე, ვ. ნინიძე, გრიშა ანაშვილი, ვ. რატიშვილი და ი. მინდიაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 ივნისს ლანჩხუთში წარმოადგინეს დავით გამყრელიძის „დასჯილი“, რომელშიც მონაწილეობდნენ მ. იმნაძე, ნ. მამულაიშვილი, ლიუდმილა ცინცაძე, კ. ჟღენტი, ვ. ასკურავა, სარელი, ვ. ართილაყვა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28-29 ივნისს გაიმართა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მორიგი საერთო კრება, რომელმაც განიხილა განვლილი 3 წლის (1912-1914) ანგარიში და აირჩია გამგეობა: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, იაზონ ბაქრაძე, ევტიხი ჩხატარაიშვილი, სერგო რობაქიძე, გრიგოლ გიორგაძე, ბართლომე მოსეშვილი, სამსონ ყიფიანი, იაკობ ფანცხავა, გიორგი ტუსკია, რაჟდენ კანდელაკი, ილია ფირცხალაიშვილი.

