საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87437

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ქართველ მაჰმადიანთა ლექსები, საიდ აღანიძის „თაგვი და კატა“ და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „არც აქეთ არც იქით“, რომელშიც მონაწილეობდნენ გედევან გედევანოვი, ვასო აბაშიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, რაფიელ ჯიბლაძე და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „სისხლის ლაქა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ცაცა ამირეჯიბი, ალექსანდრე შანშიაშვილი და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისს ეთნოგრაფიულ-ისტორიული საზოგადოების კრებაზე პროფესორმა იოსებ ყიფშიძემ წაიკითხა ლექცია „მეგრელთა ზნე-ჩვეულებები და ცრურწმენები“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ბარბარე ბერიშვილმა მწერლის ბიოგრაფია წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე წარმოადგიეეს „პატარა კახი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ეკ. თუშმელაშვილი, ვ. ეპიტაშვილი, ნ. სიდამონიძე, გრიგოლ მომცემლიძე და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 ივნისს ნინო გიორგის ასულმა ზალდასტანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხარკოვის ქალთა უმაღლეს სამედიცინო ინსტიტუტში შეწყვეტილი სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „თამარ ბატონიშვილი“ ვალერიან გუნიას და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის ივლისში მსახიობი ვასილ ალუღიშვილი მოსკოვში წასასვლელად ემზადებოდა, სამხატვრო თეატრში სამსახიობო კურსებზე უნდა დაეწყო სწავლა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილი წერდა პოემას „დაწყევლილი სახელი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში მსახიობი ზაქარია გომელაური თელავში მიიწვიეს ორ წარმოდგენაში მონაწილეობისთვის.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივლისში ქუთაისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი იაკობ თომას ძე ცინცაძე გიმნაზიის გამგემ სამსახურიდან გაათავისუფლა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივლისში პეტროგრადში დაიბეჭდა მელიტონ ბალანჩივაძის რომანსები ქართულ-რუსული ტექსტებით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში მიხეილ კავსაძე თავისი გუნდით სხვადასხვა რაიონში კონცერტის გასამართად კახეთში მიიწვიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივლისში ომში დაჭრილი ლავრენტი იოსების ძე ბერიძე კიევის ერთ-ერთ ლაზარეთში მკურნალობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივლისში ნიკოლოზ გვარაძე ხონის თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში წაღვერში გიორგი ჯაბაურმა ვალერიან გუნიას „და-ძმა“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში ამაღლების სამკითხველოს ნინო ყაჭეიშვილისამ თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში მარო მდივანი ქართულ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში ჩავიდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში ჰაიდარ აბაშიძემ აჭარლების შესახებ დასაბეჭდად მოამზადა კრებული,რომელშიც შევიდა ომის შემდეგ მათ შესახებ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ყველა წერილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ივლისში ვასო აბაშიძე ხელოსანთა კლუბში „ციმბირელის“ წარმოდგენის დროს ცუდად გახდა და სპექტაკლი შეჩერდა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ზაქარიას ძე როსტომაშვილი 1915 წლის ივლისში ავსტრიის საზღვარზე მოკლეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის ივლისში პირველ მსოფლიო ომში დაჭრილი მსახიობი კირილე მაჭარაძე საქართველოში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 2 ივლისს ოდესის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის სტუდენტმა, ირაკლი დავითის ძე კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.