რეგისტრირებული ფაქტები92206
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ ჭოროხის ხეობაში მოწინავე პოზიციებზე მყოფ ჯარისკაცებს ტანსაცმელი და სადღესასწაულო საჩუქრები ჩაუტანა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში გიგო ივანეს ძე თოიძე დაჭრილ მეომართა მიღების დროს სახადით დაავადდა და 15 იანვარს გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში თელავში გამართულ სალიტერატურო დილაზე ბაბო სულხანიშვილმა სანდრო შანშიაშვილის „გრძნეული ქალი“ წაიკითხა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში ავადმყოფ აკაკი წერეთელს სახლში სევერიან ჭოღოშვილი მკურნალობდა, ხოლო ორ დღეში ერთხელ ჭიათურიდან სხვა ექიმი აკითხავდა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში ბარბარე ჯორჯაძის შვილიშვილი პოდპორუჩიკი ნიკოლოზ გიორგის ძე გეხტმანი ოსმალეთის საზღვარზე მოკლეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
პოლკოვნიკი კონსტანტინე ალმ. მიქელაძე I მსოფლიო ომში, 1915 წელს, ოსმალეთის საზღვარზე მოკლეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში ლადო ლონგინოზის ძე კავსაძე თბილისში იმყოფებოდა და სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ თანამშრომელი ვასილ კირვალიძე ავად იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში ნიკოლოზ ლეკიშვილმა მარტყოფის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში იუზა ზარდალიშვილი მუდმივი წარმოდგენების გასამართად კავკავში მიიწვიეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა მსახიობი მელქო აჯიმამუდოვი. იგი 8 იანვარს დაკრძალეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში უფროსი ექიმი, პოდპოლკოვნიკი სერ. რ. ხუნდაძე ჭრილობის მოშუშებისთანავე ომში დაბრუნდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში მსახიობმა იუზა ზარდალიშვილმა საბუის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში ნინო ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დავალებით აკაკი წერეთლის მოსანახულებლად და მისი ნაწერების გადასაკითხად საჩხერეში გაემგზავრა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში ალექსანდრე კვასხვაძემ ჯუნჯუათის უფასო სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში მსახიობმა მიხეილ ჭიაურელმა ქართველი მსახიობებისა და მწერლების ქანდაკებების გაკეთება დაიწყო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში I მსოფლიო ომში პრუსიის საზღვარზე დაჭრილი პოდპორუჩიკი ვასილ კეთილაძე გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლის ველზე დაბრუნდა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
ისაკ ზ. მჭედლიშვილი 1915 წელს, I მსოფლიო ომში, ოსმალეთის საზღვარზე დაჭრეს. იგი ბაქოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა თბილისში გასტროლებზე მოიწვია მოცეკვავე ელენე ჩერქეზიშვილი.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში I მსოფლიო ომში ხელში დაჭრილი ჯარისკაცი ივ. ელ. თალაკვაძე მოსკოვის საავადმყოფოში მკურნალობდა.

