რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის შენობის შესახებ იმსჯელეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს ბათუმის სკოლის მღვდელ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძეს მოსწავლეებისთვის საღმრთო წერილის უსასყიდლოდ სწავლებისთვის.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ბათუმში ახლად გახსნილი მაღაზიისთვის გასაყიდი წიგნები ფასდაკლებით მიეწოდებინათ.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ტომსკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათი მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდებინათ საზოგადოების მიერ გამოცემული და მისთვის შეწირული წიგნები.
1862
ტიპი: ღონისძიება
1862 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრების მუშაობაში, რომელმაც განიხილა ბატონყმობის გაუქმებისა და საგლეხო რეფორმის საკითხები, წამოაყენა წინადადება გლეხების მიწიანად გათავისუფლების შესახებ, რის გამოც დაპირისპირება მოუხდა გენერალ-ლეიტენანტ ივანე ბაგრატიონ-მუხრანელთან.
1861
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1861 წელს ილია ჭავჭავაძემ გადაიხადა 3000 მანეთი ვალი, რომელიც მის ოჯახს გრიგოლ ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ დარჩა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 მაისს გაიმართა თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანთა არჩევნები, რომელზეც ილია ჭავჭავაძე 498 ხმით 438-ის წინააღმდეგ აირჩიეს, მაგრამ საქალაქო საქმეთა საგუბერნიო საკრებულომ არჩევნები უკანონოდ ცნო და 30 მაისისთვის ახალი არჩევნები დანიშნა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე არ დააკმაყოფილეს თიანეთისა და ახალსოფლის მოსახლეობის თხოვნა სასკოლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ კონსტანტინე ყიფიანის თხოვნა ასტრონომიული სურათებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ არ დააკმაყოფილა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერის, „ბეჟან მანიჟანიანის“ შესყიდვა გადაწყდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 27-29 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას, რომელზეც კახეთის ღარიბი სოფლებისათვის ბანკის მოგებიდან თანხის გამოყოფა გადაწყვიტეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 5 მაისამდე ილია ჭავჭავაძე 157 ხმით თბილისის გამგეობის ხმოსნად აირჩიეს.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მაღაზიისთვის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა III ტომის შესყიდვა გადაწყდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პირველი წლის მუშაობის ანგარიში დაამტკიცეს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა დაგეგმეს.

