რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აგვისტოს გიორგი ილიას ძე კიკნაველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 8 აგვისტოს ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იასონ პეტრეს ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ივანე ალექსანდრეს ძე ზუბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის უნივერსიტეტის საექიმო ნაწილზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს გალაკტიონ ტაბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნივერსიტეტში სწავლისთვის სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლევან ნიკოლოზის ძე ლეონიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების სტუდენტმა, ელენე დავითის ასულმა გოგობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ 1915 წელს კრიტიკული მდგომარეობის გამო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ სტიპენდიატებს თანხის გაგზავნა შეუწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის ქართული გიმნაზიის კურსდამთავრებულმა, გრიგოლ ლეონტის ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტიპენდიის დასანიშნად საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ალექსანდრა თვალაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, ბესარიონ სვანიძისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა, ვლადიმერ გედევანის ძე ლაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტიპენდიის დასანიშნად საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.

