რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 28 მაისს სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ოქროპირის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მაისს კალისტრატე ნესტორის ძე ნიჟარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული განყოფილების საზოგადო კრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 29 მაისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში გადაასვენეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვლადიმერ ვასილის ძე მზარეულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ჯიოკონდა“ ნინო ჩხეიძის, ალისა ქიქოძის, ნინო თოიძის, ნინო გამრეკელი-თორელის, მედეა ქორელის, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ჯიოკონდა“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გარდაცვლილი კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის ცოლის, ტატიანა კონსტანტინე ასულ ბაგრატიონისას, და ვაჟის, თეიმურაზ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელის, ფოტო.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 31 მაისს სოფ. მეჯვრისხევის მცხოვრები, კაპიტანი გ. გ. ჩუბინაშვილი ბრძოლის ველზე მძიმედ დაჭრილი დაიკარგა.

