რეგისტრირებული ფაქტები87437
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, წიგნები, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ, უნდა გადაეწერათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვახტანგ თულაშვილს ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენა დაევალა.
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმს სწავლა-განათლებისთვის მეტი თანხის გამოყოფის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა რაფიელ ერისთავის თხოვნა მოთხრობა „ხატაურის“ დაბეჭდვის შესახებ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, ნიკოლოზ ზეიდლიცის ეთნოგრაფიული რუკის 20 ეგზემპლარი შეეძინათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 31 მარტს ილია ჭავჭავაძემ და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს, დიმიტრი ყიფიანს მიმართეს, საზოგადოებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად პეტერბურგის წიგნის მაღაზიებს მოლაპარაკებოდა.
1864
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1864 წელს თბილისის სამოქალაქო გუბერნატორმა კონსტანტინე ორლოვსკიმ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტს მისწერა, რომ გლეხთა საქმეების მოსაგვარებლად დანიშნულ 12 მომრიგებელ შუამავალზე გამოყოფილი თანხები 1864 წლის 8 ნოემბრიდან გაიცემოდა. იქვე დანართის სახით წარმოდგენილი იყო შუამავალთა სია, ილია ჭავჭავაძის გვართან კი მინიშნებული იყო, რომ ის თბილისის მაზრის I განყოფილებაში დაინიშნა.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1867 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებამ განიხილა საამ ფარესოვის საჩივარი, რომლის მიხედვითაც იოსებ ოსიტოვს ბრალი ედებოდა, რომ სესხად აღებული თანხა არ დააბრუნა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე კენჭისყრის გარეშე აირჩიეს გამგეობის თავმჯდომარედ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებას.

