რეგისტრირებული ფაქტები89494
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკოლოზ სიხარულიძის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად წარმოდგენა გამართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს ხაშურში ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის „ოინბაზი“, დავით აწყურელის „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგი“ და ვალერიან გუნიას „მონადირე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 ივნისს ხაშურ-გომის დრამატულმა წრემ ნიკო სიხარულიძის საიუბილეო საღამო გამართა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 7 ივნისს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, გიგა ისაკის ძე ზედელაშვილი და ფიფო გიორგის ძე ალადაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფელ ჯუგაანში სკოლის გახსნას სთხოვენ. სოფელში ორი სასწავლებლის არსებობის მიუხედავად 200 ბავშვი სკოლის გარეთ რჩებოდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში „ქრისტინე“ წარმოადგინეს სოფიო ანკარას, მ. რომანიშვილისას, ნინო თოიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში „ქრისტინე“ წარმოადგინეს ალექსი მეტრეველის, ი. მინდიაშვილის, ვ. რატიშვილის, მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს 4-მოქმედებიანი დრამა „ქრისტინე“ ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს ნაძალადევის თეატრში სვიმონ სვიმონიძის რეჟისორობით წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 ივნისს ნაძალადევის თეატრში წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ს. გოგაშვილი, ი. გიორგაძე, გ. გაბინაშვილი, ა. ძაძამია, სვიმონ სვიმონიძე, ს. ღოღაძე, გ. გელიკურაშვილი, გ. სვანიძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 ივნისს სახალხო სახლში მომღერალ ალექსანდრე ინაშვილის მონაწილეობით „რიგოლეტო“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

