რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივლისს კონსტანტინე პეტრეს ძე დემუროვმა კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივნისს ილია დავითის ძე ნუცუბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის კომერციულ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს ალექსანდრე ყაზბეგის 5-მოქმედებიანი ისტორიული დრამა „კონსტანტინე ბატონიშვილი ანუ ქეთევან წამებული“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „კონსტანტინე ბატონიშვილი ანუ ქეთევან წამებული“ ტასო აბაშიძის, ნინო თოიძის, მარგარიტა ქილარჯიშვილის, ა. ჩარკვიანის, ვალერიან გუნიას, ვიქტორ გამყრელიძის, სვიმონ სვიმონიძის, დავით მგალობლიშვილის, იოსებ ჟივიძის, შალვა ხონელის, ილია მამფორიას, პავლე ფრანგიშვილის, იოსებ თარალაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 ივნისს დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 ივნისს კონსტანტინე ივანეს ძე გუდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის კომერციულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

