საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92193

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვალს ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობას იუზა ზარდალიშვილისა და ნინო ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ სპექტაკლს „და-ძმა“ 244 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 140.53 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

1915

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს ქუთაისიდან გაუგზავნა წერილი, სთხოვდა, თბილისში გაგზავნილი ალმანახ „ცისფერი ყანწების“ 300 ეგზემპლარი თითო 9 შაურად გაეყიდათ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში დაღუპული არჩილ სიმონის ძე წერეთელი 1915 წლის 21 იანვარს საჩხერეში დაკრძალეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსი „დაუსრულებელი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „აკაკის ტკბილ-მწარე სიტყვები“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „ფარული გრძნობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძის (თურდოსპირელის) მოთხრობა „აკიდო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჩხიკვაძის წერილი „კომ. პ. ი. ჩაიკოვსკი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისიდორე ვარაზაშვილის სტატია „ჩვენი თეატრი და მსახიობის ტრაგედია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა ვართაგავას წერილი „რვა თებერვალი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „თავ. მ. ი. თაქთაქიშვილი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის ლექსი „მეომრის ცხენი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „მგოსნის ცხედართან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ხუროძის ლექსი „საქართველოს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის წერილი 15 თებერვალს სახალხო სახლში გამართულ მიხეილ კავსაძის კონცერტზე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვალს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ძიკი გეგეჭკორის თხზულება „გადარჯულებული“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 14 თბერვალს სახალხო სახლში წარმოდგენილი კომედიის „დაქცეული ოჯახი“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „ი. ზარდალიშვილისა და ა. შოთძის გასტროლები“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „კრეჩინსკის ქორწინება“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთიძის მონაწილეობით.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 22 თებერვალს სახადით გარდაიცვალა ვარლამ ლევანის ძე გელოვანი.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.