საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „ღამის მგოსანი (გალაკტიონ ტაბიძის ლექსები)“ III ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სირბილაძის მოთხრობა „სიზმარი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაბრიელ გოგუაძის მოთხრობის „სამშობლოს გმირი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მნაცაკან ისაკოვის თხზულება „ეკლესიის შესავალთან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მეხუზლას სტატია „ქართველები და ერთა სოლიდარობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 ივლისს საბურთალოს თეატრში გამართული საზოგადო კრების შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მადლიერი ადამიანი (სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 17 ივლისს ხელოსანთა კლუბში გამართული წარმოდგენის „და-ძმა“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე არსენიშვილის წერილი 22 ივლისს ხარფუხის კლუბში გამართული წარმოდგენის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ შესახებ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე, წმ. ნინოს ლაზარეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს ბაქოში ევტიხ თალაკვაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „უმუშევარნი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აგვისტოში თბილისის თავადაზნაურობამ ხაზინაში შეიტანა ილიას ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის შემოსავლის 2% და წინა წლების დარჩენილი სახაზინო გადასახადი − 143. 97 მანეთი. თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ (თავმჯდომარე – გრიგოლ ქურდიანი, მდივანი – ანეტა ყიფშიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ამის შესახებ თელავის განყოფილებისთვის ეცნობებინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1 აგვისტოს გიორგი გრიგოლის ძე ბურდულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას 25 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის აგვისტოში მალაქია იასონის ძე ჯაფარიძე და ანდრო ეგნატეს ძე თოდრია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრებად აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის აგვისტოში პაოლო იაშვილმა ელენე დარიანს რომანტიკული ხასიათის ლექსი მისწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მანთაშოვის ლექსი „წერილი მთიელებს“ (ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების გამო).

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მშობელო ჩემო!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ შიუკაშვილის წერილის „ქართველი კუპრინის „ორმოში““ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაბრიელ გოგუაძის მოთხრობის „სამშობლოს გმირი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 2 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ბუნების მესაიდუმლე (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი)“.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ საზოგადოების მთავარი განყოფილებისთან აღძრა შუამდგომლობა გალაკტიონ ტაბიძისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 აგვისტოს გიორგი ილიას ძე კიკნაველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 აგვისტოს მიხეილ ჭიაურელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.