რეგისტრირებული ფაქტები87426
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წელს ანტონ ფურცელაძე ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგიდან გამოგზავნილ ბარათში სწერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცლები ერთ ბანკირს შეუსყიდია და მათ განაღდებასთან დაკავშირებით ბანკისთვის პრეტენზიით მიუმართავს. ანტონ ფურცელაძე ილიას ამ წერილის გაცნობას და დროულად გამოხმაურებას სთხოვდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძემ და მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა ალექსანდრე ყიფშიძეს შეატყობინეს, რომ საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს და საწევროს გადახდა სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ „ივერიის“ გამომცემელთა ამხანაგობის სხდომაზე ალექსანდრე სარაჯიშვილმა ილია ჭავჭავაძეს შესთავაზა, 3000 მანეთის სანაცვლოდ „ივერიის“ გამოცემის უფლება და რედაქტორობა მისთვის გადაეცა. სარაჯიშვილმა თანხის მთლიანად გადახდისთვის 6 თვე მოითხოვა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 9 აპრილს გაზეთ „პეტერბურგსკი ლისტოკიში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო საბჭოს ახალი წევრების შესახებ. ამავე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ილია ჭავჭავაძესთან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის იყო „საერთოდ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ფართო თვითმმართველობის მომხრე, ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლებით“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძეს ბათუმიდან ივანე მესხი და მიხეილ ბეთანელი ესტუმრნენ. მათ სურდათ, რომ ილია ბათუმის მერობის კანდიდატთა შერჩევაში დახმარებოდა, ილიამ სტუმრებს ბათუმის მერად ივანე ანდრონიკაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბერს ალექსანდრე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მდივნად აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძემ და ალექსანდრე სარაჯიშვილმა ბეჭდვითი საქმის მთავარ სამმართველოს აცნობეს, რომ ილიამ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება სარაჯიშვილს გადასცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 13 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 26 ნოემბერს ბეჭდვითი საქმის მთავარმა სამმართველომ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლება დროებით ალექსანდრე სარაჯიშვილს გადაეცა.

