საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92192

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 აპრილს თბილისის დრამატული დასის ამხანაგობას მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ოიდიპოს მეფე“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 15 აპრილს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ოიდიპოს მეფე“ ალექსანდრე იმედაშვილის, ალექსანდრე შანშიაშვილის, იუზა ზარდალიშვილის, ანეტა ქიქოძისა და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 აპრილს პედსაბჭომ მონაწილეობა მიიღო თბილისის გიმნაზიის ყოფილი გამგის, ნინო ლომოურის დაკრძალვაში, პეტრე მირიანაშვილი და სეით იაშვილი გორში გაგზავნეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური 1915 წლის 17 აპრილს გორში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 აპრილს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ახალი ძალა“ ელენე ციმაკურიძის, მიხეილ ჭიაურელის, ი. მინდიაშვილის, ალექსი მეტრეველის, ვ. ნინიძის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 აპრილს სურამში გამართულ აკაკის საღამოზე კონსტანტინე გაგუამ წაიკითხა ლექცია აკაკის პოეზიის შესახებ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 19 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში ნიკოლოზ ლომოურის საზელზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს სახალხო სახლში მიხეილ ჭიაურელის დილა გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატიის „როგორ ცხოვრობდა აკაკი“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „მასკარადში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 15 აპრილს გამართული წარმოდგენის „ოიდიპოს მეფე“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსები: „ალისფერი ვარდი“, „მესაუბრები“, „წვიმს“ და „რასა მპირდება?..“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის „წამების ზღვაზე“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის თხზულება „მხერხავი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მათე არონის ძე იანქოშვილის წერილი „თანამედროვე ომიდან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ევგენი დალაქიშვილის პიესის „კახეთის რკინის გზაზე“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს ნაძალადევის თეატრში სვიმონ სვიმონიძის საბენეფისოდ „კაი გრაკხი“ წარმოადგინეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის უსათაურო ლექსი („ის მხარე, სადაც ვიტანჯებოდი...“).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილს საბურთალოს თეატრში წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნიკოლოზ გოცირიძისა და გიორგი იორდანიშვილის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილი „შავი წიგნი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ჭიაურელის ფოტოსურათი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიგლა მებუკის წერილის „უძველესი საბერძნეთის თეატრი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 12 აპრილს ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენის „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი 11 აპრილს ნაძალადევის თეატრში გამართული წარმოდგენის „შურისძიება“ შესახებ.