რეგისტრირებული ფაქტები93598
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო უნდა გაემართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად სახალხო სახლში „პატარა კახი“, „თორნიკე ერისთავი“ და „თამარ ცბიერი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 15 მარტს თერჯოლის წმ. გიორგის (ჭაბუკთის) ეკლესიის მღვდელი მიხეილ ზაალის ძე ჭუმბურიძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 მარტს დომინიკა ერისთავი-მდივნის თავმჯდომარეობით ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ეცნობებინათ წიგნის მაღაზიაში ჰქონდათ თუ არა აკაკის ბროშურები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა დაებეჭდათ. თუ მოეპოვებოდათ ეცნობებინათ რამდენ პროცენტად მისცემდნენ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მიიღეს ორი ცალი წესდება და ათი მანეთის მიღების ბარათი. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წელიწად-ნახევრის წინ ტუაფსეში უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო გაიხსნა. თუმცა სამკითხველოს გახსნის შესახებ ცალკე წერილობითი ნებართვა არ ჰქონდათ და საზოგადოებას სთხოვდნენ დაწვრილებით ცნობებს, რათა მთავრობასთან პრობლემები არ შექმნოდათ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 17 მარტს გიორგი ფურცელაძე შირვანის 84-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დაინიშნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი საზოგადოების სკოლის მშენებლობას მოახმარა.

