რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ივლისს ნ. შახნაზაროვის თავმჯდომარეობით საბურთალოს თეატრის გამგეობის საზოგადო კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ხაშურის საზამთრო თეატრში წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „სიმახინჯე“, რომელშიც მონაწილეობდნენ იუზა ზარდალიშვილი, ანა შოთაძე, ელენე ციმაკურიძე, ქეთო კალაძე, თ. აფხაზიშვილისა, ვასილ ხოზბერაშვილი, გ. ვეზირიშვილი, დ. ძნელაძე, მ. კვალიაშვილი, მ. ვ. ძიძიგური და გრ. სულიაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 ივლისს ხარფუხის თეატრში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას შარჟი „სამთა კავშირი“ და ნატალია დონდაროვას „გაცრუებული იმედები“. სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ტასო აბაშიძე, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ვასილ აბაშიძე, გედევან გედევანოვი, დავით მგალობლიშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 ივლისს ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ხელოსანთა კლუბში ვალერიან გუნიას თაოსნობით წარმოადგინა „და-ძმა“.
1915
ტიპი: გარდაცვალება
სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 ივლისს საგარეჯოში მათე იანქოშვილმა წარმოადგინა საკუთარი პიესა „გაჭირვებული ადვოკატი“, რომელშიც ყველა როლი თვითონ შეასრულა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 ივლისს ცხინვალის საზაფხულო თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის მონაწილეობით გამართულ ილიას საღამოზე წარმოადგინეს ვალერიან გუნიას „დედისერთა“ და ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“.

