რეგისტრირებული ფაქტები80232
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 1917 წელს სადგურზე „Елизаветпол“ გიორგაძეს მიუთვისებია ბილეთების შესაძენად გამოყოფილი თანხა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ინჟინერი ო.რ. ზინდერი როსტოვ-ყუბანის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ინჟინერი ო.რ. ზინდერი როსტოვ-ყუბანის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მხატვარი დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 წლებში გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი (კირიონ II) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917-1923 წლებში ალექსანდრე ჭეიშვილი იყო სოც. ფედერალისტთა ახალგაზრდა ჯგუფის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1971 წელს გ. თავამაიშვილი ჟურნალ „საისტორიო მოამბის“ 25-26 -ე ტომის რედაქტორი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იონა მეგრელიძე წავიდა თბილისში, სადაც ხან დაწესებულებებში მსახურობდა, ხან კი ფიზიკური შრომით უწევდა თავის რჩენა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩამოყალიბდა მოწაფეთა კომიტეტი, რომლის წევრი გიორგი ლეონიძეც იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩამოყალიბებული მოწაფეთა კომიტეტის მიერ არჩეულ დელეგაციაში ერთ-ერთი წევრი იყო გიორგი ლეონიძე. ამ დელეგაციამ ულტიმატუმით მიმართა შავრაზმელ მასწავლებლებს, რათა ორ დღეში დაეტოვებინათ სემინარია. ამის შემდეგ სემინარიის რექტორად დანიშნეს კორნელი კეკელიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკის უფროსი, პოლკოვნიკი გუროვი წმ. გიორგის ორდენით იყო დაჯილდოვებული.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ნიკოლოზ ჩხეიძე პეტროგრადში მუშათა და ჯარისკაცთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლამდე მარიამ ორბელიანი იყო ქართულ ვაჟთა სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე და სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა სასწავლებელში უფასო სასადილო ღარიბი მოწაფეებისათვის.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იაკობ გრიგოლის ძე სხირტლაძე ქვემო კრიხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კირიონ II საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო.