საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87346

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაწერა მოთხრობა „რომანტიკული ამბავი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ ბელადისადმი მიძღვნილ კრებულში დაბეჭდა მოთხრობა „სწორუპოვარი“ სტალინის ბათუმში მუშაობის პერიოდის მასალების მიხედვით.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ დაწერა სცენარი „გვირაბი“, რომელიც დასადგმელად მიიღო საქართველოს კინოსტუდიამ და მოსკოვის კინემატოგრაფიის სამხატვრო საბჭომ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937-1939 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა რომანზე „ახალი ხმელეთი“.

1935

ტიპი: ავტორობა

1945 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის რომანის „მურზაყან დადიშკელიანის“ პირველი ნაწილი.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა ისტორიულ რომანზე „მურზაყან დადიშკელიანი“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს დაიბეჭდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის მოთხრობა „რომანტიული ამბავი“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932-1933 წლებში ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის რომანი „ნაბიჯები“.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ გამოაქვეყნა მოთხრობა „ამხანაგი ბუთხუზი“.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის საბავშვო მოთხრობები ცალკე წიგნად.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წელს გამოქვეყნდა პანტელეიმონ ჩხიკვაძის რომანი „სართულები“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ ჟურნალ „პროლეტ მწერლობაში“ დაბეჭდა მოთხრობა „დაბინდებიდან გათენებამდის“.

1927

ტიპი: ავტორობა

1927-1928 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძემ რამდენიმე ლექსი დაბეჭდა გაზეთ „კომუნისტში“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძემ მუშათა კრებულ „მიზანში“ დაბეჭდა პატარა მოთხრობა.

1925

ტიპი: ღონისძიება

პანტელეიმონ ჩხიკვაძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1925 წელს.

1927

ტიპი: ორგანიზაცია

1927-1928 წლებში ოპოზიციური ბრძოლების დროს ტროცკისტობის ბრალდებით პანტელეიმონ ჩხიკვაძე გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან.

1930

ტიპი: ორგანიზაცია

1930 წლის 19 იანვარს პანტელეიმონ ჩხიკვაძე აღადგინეს კომუნისტურ პარტიაში.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1939 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის მუდმივი წევრი.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1935 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო „სალიტერატურო გაზეთის“ კოლეგიის წევრი.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1935 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორის მოადგილე.

1933

ტიპი: განათლება

1933 წელს ავდამყოფობის გამო პანტელეიმონ ჩხიკვაძემ სწავლა შეწყვიტა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში.

1931

ტიპი: განათლება

1931 წლიდან პანტელეიმონ ჩხიკვაძე სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წელს პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა საქართველოს დრამკომში პასუხისმგებელ მდივნად.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1935 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პროლეტარ მწერალთა ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი, მწერალთა ფედერაციის პასუხისმგებელი მდივანი და მწერალთა სამდივნოს წევრი.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1931 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე იყო გამომცემლობა „ქართული წიგნის“ დირექტორი.