რეგისტრირებული ფაქტები87341
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ თონეთის სკოლის პედაგოგი ერთი თვის ჯამაგირით დაეჯილდოვებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სასკოლო ნივთები და სახელმძღვანელოები გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლებმა წინარეხის სკოლის მზრუნველ იოსებ ცხვედაძის თხოვნის საფუძველზე გუბერნატორს აცნობეს, რომ სოფლის მოსახლეობას სკოლის შესანახად ევალებოდა 250 და არა 300 მანეთის აკრება.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა გადაწყვიტეს, რომ დარღვევების გამოსასწორებლად ხელთუბნის სკოლის მასწავლებლად სასულიერო სემინარიადამთავრებული სეით გამრეკელის დანიშვნა და მცხეთისა და ვაყის სკოლების გამართვის ნებართვა მოეთხოვათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 28 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად არჩევა წერილით მიულოცა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ განცხადება შეიტანა ბეჭდვით საქმეთა მთავარ სამმართველოში გაზეთ „დროების“ რედაქტორად მისი დამტკიცების თაობაზე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ დიდი თონეთის სკოლის ანგარიში განსახილველად იაკობ გოგებაშვილს გადასცეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიიღეს დადგენილება ზაქარია ჭიჭინაძისგან წიგნების გარკვეულ ფასად შესყიდვის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით, რომელზეც გადაწყვიტეს ბათუმის სკოლისთვის შენობის დასაქირავებელი თანხა გაეგზავნათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ გამომცემელმა გიორგი ქართველიშვილმა თხოვნით მიმართა ბეჭდვით საქმეთა და კავკასიის მთავარ სამმართველოებს, რომ ივანე მაჩაბლის გადაყენების გამო „დროების“ რედაქტორად ილია ჭავჭავაძე დაემტკიცებინათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 20 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად სოლოლაკში გადავიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „კავკაზში“ ილია ჭავჭავაძის, პეტრე უმიკაშვილისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის რედაქტორობით ნიკოლოზ გულაკის სტატიის „ვისრამიანი“ დასაწყისი დაიბეჭდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისმა გამოსვლამ აღაშფოთა ვეშაპელი, რომელიც თავს დაესხა სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას და ამ ფრაქციის ჩქარი განადგურება იწინასწარმეტყველა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. ვეშაპელის მუქარაზე, რომ მათ ჭკუა უნდა ესწავლებინათ რესპუბლიკის მთავრობისათვის, წერეთელს გერმანელი ფილოსოფოსის, ფიხტეს სიტყვები გახსენებია. ფიხტეს უთქვამს, რომ სამყაროში ყველაფერი ცუდი გზით ვითარდებოდა იმის გამო, რომ წესიერი ხალხი თავხედებს, როგორც წესიერებს ექცეოდნენ, ხოლო თავხედები მათ, როგორც თავხედებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისი თქმით, ისინი იქ დამსწრე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს უცხოელბს უწოდებდნენ, თუმცა წერეთლის აზრით, ეს ხალხი ქართული დემოკრატიის სისხლსა და ხორცს წარმოადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობის მოწინაამღდეგეთა მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მის გამოსვლას დამსწრეთა ნაწილი ტაშით შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ირაკლი (კაკი) წერეთელმა ეჭვი გამოთქვა, რომ მთავრობის კრიტიკოსებს 10 კი არა 100 მილიონიანი ფონდის არსებობის შემთხვევაშიც კი შეძლებოდათ ჯარის მსგავსი სტრუქტურის ორგანიზება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისი აზრით, მთავრობის მოწინააღმდეგეები უპირისპირდებოდნენ იმათ, ვისმა შრომამაც მისცა საქართველოს დამოუკიდებელი რეგულარული ჯარის ყოლის საშუალება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მან დამსწრეთ უსაყვედურა, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ მათი პატარა რესპუბლიკის (საქართველოს) შემოქმედებს, ვინც, იმ დღემდე იბრძოდა და სისხლს ღვრიდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისი აზრით, თუ მთავრობა მთელ ხარჯებს ჯარის ორგანიზებას მოახმარდა, რაღა დარჩებოდა სახელმწიფოს სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისი თქმით, მთავრობა აპირებდა მომარაგების კომიტეტის ქონების გაყიდვით მიღებული 5 მილიონის ჯარისათვის გადარიცხვას. წერეთელი დამსწრეთ უსვამდა კითხვას, ნუთუ მათ სურდათ, რომ მთავრობას კიდევ 5 მილიონი გადაეცა სამხედრო უწყებისთვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჯარის ორგანიზებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ირაკლი (კაკი) წერეთელი. მისი თქმით, ჯარის ორგანიზებისათვის მთავრობას გამოუყვია არა 5, არამედ 15 მილიონი. ფინანსური სირთულეების გამო, მთავრობას გადაუწყვეტია მომარაგების კომიტეტის 5 მილიონიანი ქონების გაყიდვა და ამ თანხის ჯარის სასარგებლოდ გადარიცხვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის შესახებ. ახსნა-განმარტებითი სიტყვით გამოვიდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მისი თქმით, ჯარის ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც მთავრობის წინაშე გაიტანეს და პარლამენტარებმე დაამტკიცეს, მკაფიოდ პასუხობდა კითხვებს, იყო თუ არა რეგულარული ჯარის შექმნის აუცილებლობა და როგორი იყო რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

