რეგისტრირებული ფაქტები93596
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 24 მაისს იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს სახაზინო თეატრში წარმოადგინეს „ოტელო“ ვალერიან გუნიას, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის (კორიშელის) და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 მაისს დუშეთში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს დავით ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც მონაწილეობდნენ ა. ბერიშვილი, ვარ. სიდამონიძე და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 მაისს თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე იოსებ მთვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, შალვა მთვარელიძისთვის კიევის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ ალაგირის გამგეობამ განიხილა იაკობ ნიკოლაძის შექმნილი აკაკი წერეთლის ბიუსტის შეძენის საკითხი, მაგრამ თანხის უქონლობის გამო უარს ამბობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვლადიმერ მირიანაშვილი გერმანიაში ტყვედ წაიყვანეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტმა, გიორგი ონისიმეს ძე მელითაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
II მსოფლიო ომში დაღუპული კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი 1915 წლის 27 მაისს თბილისში ჩამოასვენეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 28 მაისს სოფ. გორის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ოქროპირის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მაისს კალისტრატე ნესტორის ძე ნიჟარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული განყოფილების საზოგადო კრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 29 მაისს კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში გადაასვენეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მაისს გიორგი ფურცელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვლადიმერ ვასილის ძე მზარეულაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ჯიოკონდა“ ნინო ჩხეიძის, ალისა ქიქოძის, ნინო თოიძის, ნინო გამრეკელი-თორელის, მედეა ქორელის, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ჯიოკონდა“ წარმოადგინეს.

