რეგისტრირებული ფაქტები93591
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ივნისს ქართული გიმნაზიის მოსწავლე ვარლამ დონდუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობას სთხოვა, ეშუამდგომლა მთავარ გამგეობასთან უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დასანიშნად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ივნისს პეტროგრადის პოლიტექნიკუმთან არსებულმა ქართული სათვისტომოს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტუდენტ დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას მონაწილეობით „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა არჩილ იოსების ძე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ლეონტი ნესტორის ძე რევიამ მოსკოვის ინსტიტუტის დასამთავრებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართული საღამოს მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობდნენ ზაქარია ფალიაშვილი, ევა ბრიუნელი, მ. კოლოტოვისა, პრესინსკაია, ვანო სარაჯიშვილი, იოსებ ტომაშევიჩი, ალექსანდრე ინაშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში ელისაბედ ორბელიანის ორგანიზებით აჭარლების სასარგებლოდ მხატვრულ-მუსიკალური საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

