საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87331

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გრიბოედოვის სახელობის თეატრში დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „გიორგი სააკაძე“.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა იონა მეუნარგიას პიესა „შამილი“.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა იონა მეგრელიძის პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“.

1921

ტიპი: თანამდებობა

იონა მეგრელიძე იყო 1921 წელს ჩამოყალიბებული საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი.

1988

ტიპი: გარდაცვალება

იონა მეგრელიძე გარდაიცვალა 1988 წლის 1-ელ აპრილს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1931

ტიპი: განათლება

1931-32 წლებში იონა მეგრელიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირატურაში.

1920

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის პირველი ლექსი „გურია“ დაიბეჭდა 1920 წელს გაზეთ „კომუნისტში“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ლევან ასათიანმა გამოაქვეყნა „ქართული მუშათა რევოლუციური პოეზია 1901-1907 წლებში“.

1919

ტიპი: ღონისძიება

იონა მეგრელიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1919 წელს.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის დეკემბერში იონა მეგრელიძემ წარჩინებით დაასრულა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს იონა მეგრელიძე სწავლობდა ფოთის უმაღლეს პირველ დაწყებით სასწავლებელში.

1955

ტიპი: თანამდებობა

1955-1968 წლებში პეტრე ბახტურიძე განაგებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურულ ნაწილს.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934-35 წლებში პეტრე ბახტურიძე სათავეში ედგა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებას.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლიდან პეტრე ბახტურიძეს დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს წერილები: ა. პუშკინის, ბესიკის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ვ. მაიაკოვსკის, გ. ტაბიძის, ნ. ოსტროვსკის, ნიზამის, ბ. ბელინსკისა და სხვათა შემოქმედების შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

პეტრე ბახტურიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1928 წელს.

1944

ტიპი: თანამდებობა

1944 წლის მარტიდან პეტრე ბახტურიძე მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში ჯერ მთარგმნელად, ხოლო შემდეგ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგის მოვალეობას ასრულებდა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის ივლისში პეტრე ბახტურიძე დანიშნეს ქუთაისის კულტურის სახლის დირექტორად.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925 წლის სექტემბრიდან პეტრე ბახტურიძე ქუთაისის აგრონომიული ტექნიკუმიდან მასწავლებლად გადაიყვანეს ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის თებერვალში პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლიდან 1923 წლამდე პეტრე ბახტურიძე მსახურობდა წითელი არმიის რიგებში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლიდან პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ამაღლებაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

1907

ტიპი: განათლება

პეტრე ბახტურიძემ 1907 წელს სწავლა დაიწყო ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პეტრე ბესარიონის ძე ბახტურიძე დაიბადა 1900 წლის 7 აგვისტოს ქუთაისში, ხელოსნის ოჯახში.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს იონა მეგრელიძემ სწავლა დაიწყო სოფელ ვაკის ორკლასიან სასწავლებელში.