რეგისტრირებული ფაქტები87331
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის პედაგოგ ნინო უშვერიძის წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლაში (მასწავლებელი ნინო უშვერიძე) 63 სასწავლო დღე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე სეხნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლის პედაგოგი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მდივანი იყო პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის მასწავლებელ მარიამ პავლეს ასულ ჯარიაშვილს სკოლაში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ბარბარე ზაზანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ხელსაქმეს ასწავლიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის პედაგოგი ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ამ სკოლაში მუშაობის დაწყებამდე ჯერ ასწავლიდა სამინისტრო სკოლაში, შემდეგ კი – სენაკის თავად-აზნაურთა სკოლაში.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგ სამსონ მუმულიას წლიური ანაზღაურება 648 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლაში 47 მოსწავლე სწავლობდა. იმის გამო, რომ სწავლის მსურველი მეტი ბავშვი იყო, მასწავლებელი ეკატერინე ბახტაძე საღამოობითაც ამეცადინებდა მოზრდილ მოსწავლეებს.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ საყოველთაო განათლება უფასო ყოფილიყო.მისი აზრით, სჯობდა, საზოგადოებაში მოსწავლეთა მშობლებს შეეტანათ ფული, როგორც საწევრო გადასახადი. გამგეობამ მისი მოსაზრება გაიზიარა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წერაქვის სკოლა, რომელიც ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული. ეკატერინე ბახტაძე ამ სკოლის პედაგოგი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლა დაათვალიერა სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი (ახალი თანამშრომელი), რომელთაც სამოქალაქო სასწავლებელში ჰქონდათ განათლება მიღებული, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლა დაათვალიერეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ და თბილისის განყოფილების გამგეობის მუდმივმა წევრმა თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ.

