რეგისტრირებული ფაქტები87326
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-23 წლებში გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წლის მაისში ილია ჭავჭავაძე თბილისის გიმნაზიის მშენებლობის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის რწმუნებულთა კრებას დაესწრო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 11 მარტს ქალაქის საბჭომ ილია ჭავჭავაძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წარდგენილი თხოვნა დააკმაყოფილა და ვოდოვოზნის ქუჩას მარი ბროსეს სახელი დაარქვა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაზეთის გამოცემის უფლება ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე სარაჯიშვილს გადასცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ის ვალდებული იყო, ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის 4 თვის განმავლობაში 275 მანეთი გადაეხადა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ხელწერილს იმის შესახებ, რომ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების გადაცემის სანაცვლოდ ალექსანდრე სარაჯიშვილისგან 1000 მანეთი მიიღო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 აპრილს მთავარმართებლის კანცელარიამ თბილისის გუბერნატორს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადაცემა სურდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის გაზაფხულზე ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიის“ გამოცემის უფლების ალექსანდრე სარაჯიშვილისთვის გადასაცემად შუამდგომლობისთვის კავკასიის ბეჭდვითი სიტყვის მთავარ სამმართველოს მიმართა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს გრაფ დიმიტრი სოლსკის მიერ მიწვეული ილია ჭავჭავაძე მარიას სასახლეში სიტყვით გამოვიდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხილა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებები. შეკითხვაზე, რამდენად გონივრული იყო, ქართული დეპუტაცია შესულიყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად დაასაბუთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან თავად-აზნაურთა რწმუნებულად აირჩიეს, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავად-აზნაურთა დეპუტატად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის აპრილის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საბჭოს სესიაზე წასაკითხ მოხსენებაზე სიკვდილით დასჯის გაუქმების აუცილებლობის შესახებ.

