რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: გარდაცვალება
ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე, წმ. ნინოს ლაზარეთში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 28 ივნისს ბაქოში ევტიხ თალაკვაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „უმუშევარნი“.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 29 ივლისს ევგენი იმნაძე დაინიშნა კავკასიის მე-12 მსროლელი პოლკის მეთაურად.
1915
ტიპი: ღონისძიება
საფრანგეთის პრეზიდენტმა 1915 წლის 31 ივლისს ტარას ვაშაკიძეს სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ უბოძა, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის აგვისტოში თბილისის თავადაზნაურობამ ხაზინაში შეიტანა ილიას ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის შემოსავლის 2% და წინა წლების დარჩენილი სახაზინო გადასახადი − 143. 97 მანეთი. თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ (თავმჯდომარე – გრიგოლ ქურდიანი, მდივანი – ანეტა ყიფშიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთხოვა, ამის შესახებ თელავის განყოფილებისთვის ეცნობებინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1 აგვისტოს გიორგი გრიგოლის ძე ბურდულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას 25 მანეთი შესწირა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის აგვისტოში მალაქია იასონის ძე ჯაფარიძე და ანდრო ეგნატეს ძე თოდრია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების წევრებად აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აგვისტოს გიორგი ილიას ძე კიკნაველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

