საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87304

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წლის 27 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის თავადაზნაურთა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პრაპორშჩიკმა სიკო ზურაბის ძე ლორთქიფანიძემ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აპრილს დიდუბეში დოღი გაიმართა, რომელშიც პირველი ადგილი ნ. პ. მხეიძის ცხენმა დაიკავა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს თევდორე ჟორდანია გაემგზავრა საჩხერეში, რათა ჯრუჭის მონასტერში დაცული ძველი ხელნაწერები და საეკლესიო ნივთები აღეწერა.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წლიდან გიორგი ლეონიძე იყო საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს თბილისის საბჭოს დეპუტატად.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931-1933 წლებში პირველმა გიორგი ლეონიძემ შეკრიბა ცნობები ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ. დაწერა მისი ბიოგრაფია, თბილისსა და რაიონებში ფიროსმანის 20-მდე სურათი შეკრიბა და მეტეხის მუზეუმს გადასცა.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში გიორგი ლეონიძე ხელმძღვანელობდა სტალინის სახელობის ორთქლმავალთა სარემონტო ქარხნის სალიტერატურო წრეს.

1939

ტიპი: თანამდებობა

1939 წლიდან გიორგი ლეონიძე რედაქტორობდა ლიტერატურული მუზეუმის ორგანოს „ლიტერატურული მატიანე“.

1946

ტიპი: ორგანიზაცია

1946 წელს ლიტერატურული და სამეცნიერო შრომისთვის გიორგი ლეონიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიორგი ლეონიძემ ვრცელი გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა იოსებ თბილელის მე-17 საუკუნის ისტორიული პოემა „დიდ-მოურავიანი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს გიორგი ლეონიძე გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც მუშაობდა „შაჰნავაზის“ უნიკალურ ხელნაწერზე, რომელიც გამოსცა 1934 წელს.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს გიორგი ლეონიძემ დაბეჭდა „მგოსანი საათნავა“ ახალი ქართული წყაროების მიხედვით.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს გამოქვეყნდა გიორგი ლეონიძის კაპიტალური ნაშრომი „სულხან-საბა ორბელიანი“ და „სიბრძნე-სიცრუისა“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1928 წლებში გიორგი ლეონიძე ჟურნალ „მნათობში“ ბეჭდავდა მონოგრაფიას „ივანე მაჩაბელი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლიდან გიორგი ლეონიძე პრესაში აქვეყნებდა კომპილიაციური ხასიათის ისტორიულ-არქეოლოგიურ წერილებს.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს გიორგი ლეონიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის დელეგატი საბჭოების სრულიად საკავშირო მე-8 ყრილობაზე.

1938

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის ლექსების პირველი წიგნი რუსულ ენაზე დაიბეჭდა 1938 წელს.

1926

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის 1926-1947 წლებში შექმნილი ლექსები თარგმნილია რუსულად.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოვიდა გიორგი ლეონიძის ერთტომეული, რომელშიც შეტანილია ლექსები და პოემები.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსთა კრებული „ქართლის ბაღი“.

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის მცირე ლექსთა კრებული.

1943

ტიპი: ავტორობა

1942 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსები სამამულო ომზე „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსთა დიდი კრებული.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსების კრებული „სტალინი“.

1938

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის ლექსების პირველი კრებული გამოვიდა 1938 წელს გამომცემლობა „ფედერაციაში“.