საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87304

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს გიორგი ლეონიძემ განცხადება შეიტანა თბილისის საბჭოში, რომელშიც ითხოვდა „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმის“ მოწყობას. ამ საქმის ორგანიზაცია სწორედ მას დაავალეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გიორგი ლეონიძე მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ რედაქციის გამგედ, რომლის დაარსების ინიციატორიც თავად იყო, ჟურნალის სახელიც მას ეკუთვნის. შემდეგ მუშაობდა ჟურნალ „გრდემლში“ ფაქტიურ რედაქტორად. ამის შემდეგ იყო პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს გაზეთ „სინათლეში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსები „მცხეთას“ და „ხმალს“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს გიორგი ლეონიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წარგზავნილი იყო ფრონტზე ანაპის ქართულ დივიზიაში.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 1-ელი ივნისიდან გამოიცა გიორგი ლეონიძის ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“. ეს იყო პირველი ქართული პერიოდული გაზეთი, რომელიც წლის ბოლომდე რეგულარულად გამოდიოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს გიორგი ლეონიძემ მუშაობა დაიწყო განათლების სამინისტროსთან არსებულ „გლავპოლიტპროსვეტის“ „ლიტოში“.(ლიტერატურული განყოფილება).„გლავპოლიტპროსვეტში“ მუშაობდნენ ასევე გიორგი ხაჭაპურიძე და სანდრო ეული.

1921

ტიპი: განათლება

1921 წელს მემარცხენე მწერლობით გატაცებული გიორგი ლეონიძე გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი ლეონიძემ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩამოყალიბდა მოწაფეთა კომიტეტი, რომლის წევრი გიორგი ლეონიძეც იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩამოყალიბებული მოწაფეთა კომიტეტის მიერ არჩეულ დელეგაციაში ერთ-ერთი წევრი იყო გიორგი ლეონიძე. ამ დელეგაციამ ულტიმატუმით მიმართა შავრაზმელ მასწავლებლებს, რათა ორ დღეში დაეტოვებინათ სემინარია. ამის შემდეგ სემინარიის რექტორად დანიშნეს კორნელი კეკელიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ნოემბერში გიორგი ლეონიძისა და მისი ამხანაგების მიერ დაარსებულმა ლიტერატურულმა წრემ მონაწილეობა მიიღო სემინარიის ყოველწლიურ „ლიტერატურულ აქტში“, რომელსაც დაესწრნენ: კავკასიის ნამესტნიკის მეუღლე, სასახლის დიდკაცობა და საქართველოს ეგზარქოსი. რეცენზია ამ ლიტერატურული საღამოს შესახებ დაიბეჭდა მაშინდელ გაზეთებში, ხოლო ვრცლად გაზეთ „თემში“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი ლეონიძემ საკუთარი ფულით გამოსცა მხატვრული კრებული „საფირონი“.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1913

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძემ პირველი ჰონორარი მიიღო 1913 წელს ლექსისთვის „შემოდგომა“, რომელიც გაზეთ „ნაკადულში“ იყო გამოქვეყნებული.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს გაზეთ „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის „სამების მონასტერი გარედ-კახეთში“, „მიქელ მოდრეკილი“, „ს. ნინოწმინდა და მისი ტაძარი“, „ამბროსი ნეკრესელი“, „ივერიის ათონის მონასტერი“.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს გაზეთ „თემში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის „უჯარმა და მისი ნაშთები“.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის რამდენიმე ლექსი გ. ივრისხეველის ფსევდონიმით და რუსულიდან თარგმნილი მოთხრობა „მკვდრის პასუხი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ჟურნალ „ჯეჯილში“ დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის თარგმანი „მხვნელ-მთესველის მეგობრები“.

1909

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძემ ლექსების წერა დაიწყო 1909 წლიდან.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადების მიხედვით, ლ. ბენდიცკის მუსიკალური სტუდია ჰქონდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა N3-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიის „Грузия“ ცნობით, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი იყო კომპოზიტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ციციანოვი იყო პოლკოვნიკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლ. ბენდიცკის მუსიკალურ სტუდიაში როიალის კლასს თვითონ ბენდიცკი უძღვებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ ლ. ბენდიცკის მუსიკალურ სტუდიაში ვიოლინოს კლასს უძღვებოდა პეტროგრადის კონსერვატორიაში მოღვაწე თავისუფალი შემოქმედი თ. ს. კაცი.