რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია გულხელდაკრეფილი არ იყო, შეძლებისდაგვარად მუშაობდა და უფრო მეტ საქმეს გააკეთებდა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება რომ ჰქონოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 6 მაისიდან სასკოლო სექციის თითოეული წევრი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. 5 წიგნი მზად ჰქონდათ გამოსაცემად, მაგრამ შეიძლება ვერ დაბეჭდილიყო ქაღალდის უქონლობისა და სიძვირის გამო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე კონსტანტინე გვარჯალაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას უნდა შეედგინა გამოსაცემი წიგნების სია და გაესწორებინა ისინი, მაგრამ ტექნიკური მხარე – ბეჭდვა და კორექტურის გასწორება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ არსებული საგამომცემლო ინსტრუქციის ძალით სასკოლო სექციას წიგნების გამოცემის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ გამგეობამ საჭიროების გამო დართო ნება.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების კორექტურასა და ბეჭდვის მეთვალყურის ხარჯის – 600 მანეთის გარდა გამგეობას დამატებით გაეღო კიდევ 15 თუმანი და მოეწვია სახელმძღვანელოების კორექტურის გამსწორებელი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ წიგნების ბეჭდვის მეთვალყურეს უნდა მოეწვია სახელმძღვანელოების კორექტურების შესასწორებლად პირი, რომელიც საგამომცემლო სექციის დაქვემდებარებაში იქნებოდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში გამოცემული სახელმძღვანელოების „Новое Слово“-სა და „ქართული ანბანის“ მეორედ დაბეჭდვის შემდეგ შესაძლო იყო საზოგადოება დაზარალებულიყო, მის სახელმძღვანელოებს წიგნის ბაზარი დაეკარგა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლოს სექციას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა – სახელმძღვანელოების გამოცემა და მათ ტექნიკურ მხარეზე ზრუნვა. გამგეობას ასე არ უნდა დაეტვირთა სექცია, რადგან ორივე საქმეს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და მის წევრებს გაუჭირდებოდათ გამკლავება.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციის მთელი ყურადღება და ძალ-ღონე მიმართული უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოების ცვლილების, შესწორებისა და ხარისხის გუმჯობესებისაკენ, რათა კონკურენცია გაეწია ბაზარზე გამოსული ახალი წიგნებისთვის.

