საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87293

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, პოპოვის ასერიგად ნაქებ საგუბერნიო და რაიონულ კომიტეტებს, რომლებიც რევოლუციის პირველივე დღეებიდან არსებობდნენ, ქვეყნისთვის არანაირი სარგებელი არ მოუტანიათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სმირნოვს დაუწერია თხზულება „Quo vadis Iberia“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტურ წერილში „სოციალ-დემოკრატი“ განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია  „დიდი ხანია დროა“. პოპოვის აზრით, საქართველოს სურსათის სამინისტრომ მავნებლობით დაიწყო  მოღვაწეობა, გააუქმა რა საგუბერნიო და რაიონული კომიტეტები. ჭიაბროვის შეფასებით ეს სწორი გადაწყვეტილება იყო კომიტეტების უვარგისობის გამო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, სტატიის ავტორი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავდა იმაზე, რომ დაემტკიცებინა საქართველოს მთავრობისათვის სურსათის სამინისტროს მავნებლობა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი აღშფოთებული იყო პოპოვის ურცხვი კრიტიკით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაამღდეგ იყო მიმართული. ის ურჩევდა პოპოვსა და მისთანებს ქართველებისთვის ხელის შეშლის ნაცვლად რუსეთში გამგზავრებასა და იქაური დემოკრატიის სამსახურში ჩადგომას, აქაურს კი ქართველები როგორმე თვითონ, მათ გარეშე მიხედავდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი აღშფოთებული იყო პოპოვის ურცხვი კრიტიკით, რომელიც საქართველოს მთავრობის წინაამღდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, ქართველები აშენებდნენ თავიანთ სახელმწიფოს როგორც შეეძლოთ და იგი, ჭიაბროვი, თავის თანამოაზრეებთან ერთად მხარს დაუჭერდა ყველას, ვინც კი ამ მშენებლობის საქმეს გაუძღვებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას უტოპიური წარმოდგენებისა და იმდროინდელი რეალობის არასწორი შეფასების გამო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილ დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტურ წერილში „სოციალ-დემოკრატი“ განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელებს ლანძღავდა, უწოდებდა მათ ვულგარულ საპარლამენტო საქმოსნებს, რომლებიც მინისტრების პოტრფელების დანაწილებით, დიპლომატიური ფრაკების მორგებითა და ინტერნაციონალურ კლუბებში გაწევრიანებით იყვნენ დაკავებულნი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიის პირველ ნაწილში საქართველოს სურსათის სამინისტროს გაკრიტიკების შემდგომ პოპოვი მოურიდებლად ამუნათებდა მთავრობის წარმომადგენლებს, სდებდა რა მათ ბრალს პოლიტიკურ კომბინატორობაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ამ ორგანიზაციებში შეკრებილნი არც პოლიტიკოსები იყვნენ და არც სერიოზული მუშაკები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები მოღვაწეობდნენ მათთვის მეტად ხელსაყრელ დროს, როცა გზები თავისუფალი იყო და გაცვლისათვის ფართო ასპარეზი არსებობდა, თუმცა არანაირი მარაგი სურსათისა მათ არ გააჩნდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გიორგი ლეონიძემ სასულიერო სასწავლებელში ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე, სადაც მიმდინარეობდა ქართველ მწერალთა შესწავლა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი წერდა, რომ სურსათის სამინისტროს ტერიტორიაზე, მის ადგილას უკვე არსებობდნენ საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციები ავად თუ კარგად შერჩეული მომსახურეთა შტატით, კავშირებით სოფელთან, ქალაქთან და კოოპერატივებთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსთის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს გიორგი ლეონიძე ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სასწავლებლის პანსიონერთა რიცხვში.

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წელს გიორგი ლეონიძე დააჯილდოვეს სტალინური პრემიით წიგნისთვის „ყრმობა“.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საბჭოების მე-8 საგანგებო ყრილობის დელეგატად.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს გიორგი ლეონიძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ლიტერატურული მუზეუმის დაარსებაში, რომლის დირექტორი იყო 1953 წლამდე.

1911

ტიპი: ავტორობა

გიორგი ლეონიძის პირველი ლექსი „მცხეთა“ დაიბეჭდა 1911 წელს.

1911

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძის ლიტერატურული საქმიანობის დასაწყისად მიიჩნევა 1911 წელი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს გიორგი ლეონიძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და შემდეგ შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს პატარძეულში.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ბურჭულაძე ახალციხის საქველმოქმედო საზოგადოების მდივანი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აპრილს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის წინადადება. მისი თქმით, „ახალ-მალაკნის ქუჩას“ სახელი უნდა შეეცვალათ და დაერქვათ „შემეტიევის ქუჩა“. საბჭომ ერთხმად მიიღო გუბერნატორის წინადადება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 აპრილს ქალაქის საბჭომ განიხილა საჯარო ბიბლიოთეკისა და სამკითხველოს დირექტორის, გუსტავ ივანეს ძე რადეს წინადადება. მისი თქმით, თუკი ბიბლიოთეკას ყოველწლიურად 800 მანეთით გაუზრდიდნენ დაფინანსებას, ასევე ბიბლიოთეკაში გაიყვანდნენ წყლის მილს და ელექტრონით გაანათებდნენ დარბაზებს, ბიბლიოთეკა ღია იქნებოდა ყოველდღე, გარდა კვირისა.