საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81320

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N8) ცნობით, ქუთაისში დააპატიმრეს ჯარისკაცი ფაღავა, რომელსაც მოპარული იარაღი აღმოაჩნდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 ცნობით, 3 ივნისს ქ. ბათუმის ქართველობა ვალერიან გუნიას იუბილეს უმართავდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 2 ივნისს, პარასკევს, დაბა ყვირილაში გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „რა უნდა მისცეს ქალებს დამფუძნებელმა კრებამ“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“(N8) გამოქვეყნდა ალექსანდრე კერენსკის სიტყვა საფრონტო დელეგატთა ყრილობაზე „გასწით ზავისკენ ფართო და ნათელი გზით“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „რ. ს.“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იურიდიული თათბირის განსახილველად ახალ მთავრობასთან წარდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პროექტი, რომლის ძირითადი დებულება მოითხოვს დამფუძნებელი კრების წევრები არჩეული იქნენ საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი ხმით განურჩევლად სქესთა პროპორციული არჩევნების სისტემით. არჩევნებში მონაწილეობით სარგებლობს რუსეთის ყველა მოქალაქე ქალ-ვაჟი 20 წლის ზემოთ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადმინისტრაციული მთავრობის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, მილიციაში მოსამსახურენი, სულიერად ავადმყოფები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს მიერ ღირსებააყრილები.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 გაზეთ „რ. სლოვოზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სამხედრო მინისტრ ა. კერენსკის სიტყვას კიევში, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთი კავკასიელი ხალხის განცხადებით, ისინი მეფესთან პირადი ხელშეკრულებით იყვნენ დამოკიდებულნი, დღეს კი არ ცნობენ ახალ მთავრობას და მეზობელთა ჟლეტა დაიწყეს. გაზეთი წერს, რომ ახალ მთავრობას უნდობლობასა და წინააღმდეგობას ყველაზე ნაკლებად კავკასიელი ხალხი უცხადებს და თანაც მათ შორის არავითარი ჟლეტა არ ყოფილა. არსებული ხელშეკრულება ეხება ქართველ ხალხს და საქართველოს და სოციალისტი კერენსკი პატივით უნდა მოპყრობოდა მას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით (რედაქტორი კატო მიქელაძე), აპრილის პირველ რიცხვებში რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს დეპუტატების თათბირმა პეტროგრადში დაამტკიცა, რომ დამფუძნებელი კრება იქნებოდა საყოველთაო კენჭისყრით, განურჩევლად სქესისა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით, იტალიის იუსტიციის მინისტრმა ეტორე საკიმ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ქალებისთვის ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლების შეზღუდვის გაუქმების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 დაიბეჭდა განცხადება, რომ 1-ლი სექტემბრიდან ოზურგეთის მაზრის სოფელ საჭამიასერში იხსნებოდა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მოწაფეებს მიიღებდენ გამოცდით, რისთვისაც საჭირო იყო მომზადება. ადგილობრივმა ინტელიგენციამ გაითვალისწინა ეს და შეადგინა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: ს. რამიშვილი, დ. თევზაძე, არკადი ხუნდაძე, მ. დუდუჩავა, სილოვან ყენია. ბავშვების მომზადება 5 ივნისიდან დაიწყებოდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა პუბლიკაცია „8 ივნისი, ქ. ქუთაისი“ ქალთა უთანასწორო მდგომარეობასა და მათ უფლებებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა ექიმ ა. მაჭავარიანის წერილი რედაქტორ კატო მიქელაძის მიმართ „ქალთა სწორუფლიანობისათვის“ ამავე გაზეთის შესახებ, რომელიც იბრძვის არა მარტო ქართველი ქალების უფლებებისათვის, არამედ ზოგადად ყველა ქალისთვის განურჩევლად ეროვნებისა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 კატო მიქელაძე სამადლობელი წერილით პასუხობს ა. მაჭავარიანის სტატიას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 დაიბეჭდა „წერილი სამტრედიიდან“, რომელსაც ხელს აწერს „სამტრედიელი ქალი“. მისი ცნობით, კვირას 28 მაისს დ. სამტრედიაში ჩატარდა აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები, ასარჩევი იყო აღმასრულებელი კომიტეტის ოცდაერთი წევრი და მათი ექვსი კანდიდატი. კრების თავმჯდომარე გ. დუნდუას განცხადებით, არჩევნები იქნებოდა თავისუფალი, ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ორივე სქესის სრულწლოვანი მოქალაქეები. მან გამოაქვეყნა რა უკვე შემუშავებული წევრთა და კანდიდატთა სია, დასძინა, რომ ეს პირები უნდა აერჩიათ. სტატიის ავტორის აზრით, ეს არ ნიშნავს ძალდაუტანებელ და თავისუფალ არჩევნებს, ამას გარდა გამოქვეყნებულ სიაში არცერთი ქალი არ იყო დასახელებული, ამიტომ ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) დაიბეჭდა „წერილი ლეჩხუმიდან“ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ. ხელს აწერს „მეთვალყურე ქალი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N9) დაიბეჭდა ნინო ნადირაძის პუბლიკაცია „პარტიული პასპორტი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა ანეტა კაპანაძისას სტატია „როგორ სდევნიდნენ წინათ ქალს და როგორ სდევნიან დღესაც“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ (N9) ცნობით, ბარბალე ლუკას ასულმა ჭელიძემ ბახვის უფასო სამკითხველოს ხსენებული გაზეთი წლის ბოლომდე გამოუწერა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N9 იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო წიგნაკი „საზონოვის აღსარება“, გამომცემელი ტყიბულის რაიონის ს. რ. პარტიის კომიტეტისა.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ოლქის სასამართლოს ბრალმდებელმა იუსტიციის მინისტრს შეატყობინა, რომ ქუთაისის ციხიდან სისხლის სამართლის ძალით დაჭერილი ბევრი ტუსაღი გაანთავისუფლეს. იუსტიციის სამინისტრო ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს ეკითხება როგორი წესით მოხდა მათი განთავისუფლება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 8 ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ქუთაისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსად დაინიშნა შენგელია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 27 მაისს სახელმწიფო დუმის წევრთა თათბირზე ყოფილმა კრონშტადის კომისარმა, დეპუტატმა ვ. ნ. პეპელიაევმა განაცხადა, მას ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ კრონშტადში მოქმედებდნენ პროვოკატორები და გერმანელი აგენტები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N9 წერდა, რომ ინგლისელ ქალთა განთავისუფლებისთვის მებრძოლნი, ე. ი. სუფრაჟისტები მიემგზავრებოდნენ რუსეთში, იქაურ ქალებთან მოსალაპარაკებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა სოფელ ხეთის შემომწირველთა სია ამავე გაზეთის სასარგებლოდ: მღვდელი კონსტანტინე ჯაკობია, პეტრე მეუნარგია, ნესტორ ჭითავა, ნინო და სპირიდონ ხუბულავები, ლეონტი ლატარია, ესტატე ჭითავა, დოროთე კიტია, ვასილ ბუკია, ვარლამ ნაჭყებია, ესტატე ლატარია, ოსიკო გაბუნია, მღვდელი თედორე ქირია, ევდოსი კუტალია, პლატონ ბერაია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სოფელ კალაგონიდან შემომწირველთა სია: დათიკო თევზაძე, ბესარიონ ქორიძე, პორფილე დოლიძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N10 ქუთაისის ქალთა საერთო კლუბის წევრთა საყურადღებოდ წერდა, რომ მომავალი კვირიდან ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო თბილისის ქუჩაზე, ქურთოვის შენობაში განთავსდებოდა, სადაც გაიმართებოდა კლუბის წევრთა ყოველკვირეული საზოგადო კრება საღ. 7 საათზე. კვირას, 18 ივნისს, გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „რა უნდა მისცეს დამფუძნებელმა კრებამ ქალებს“. კვირიდან ბიურო იქნებოდა ღია ყოველდღე, დილის 10 საათიდან 3 საათამდე და 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე.