რეგისტრირებული ფაქტები87271
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1914 წელს ზესტაფონის განყოფილებაში საწევრო თანხის ნაშთი შეადგენდა 218 მანეთსა და 05 კაპიკს. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1916 წელს ზესტაფონის განყოფილებაში ირიცხებოდა 31 წევრი. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1915 წელს ზესტაფონის განყოფილებამ მიიღო 12 წევრი, გამოაკლდა – 14. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1915 წლის 1-ლ იანვარს ზესტაფონის განყოფილებაში 33 წევრი ირიცხებოდა. ოქმს თავმჯდომარის ნაცვლად ხელს აწერენ მიხეილ ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის 9 თებერვალს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ჰკითხა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეგზავნა თბილისში და ვისთვის.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი და დავით სამსონის ძე კლდიაშვილი სიტყვაკაზმული საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 თებერვალს თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე კომიტეტმა საქმის მწარმოებლად მიიწვია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 თებერვალს თბილისის არტისტული თეატრის დარბაზში მომღერალ ვარდენ ლორთქიფანიძის კონცერტი გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვალს ბათუმში გიორგი იშხნელის მონაწილეობით აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს 14 თებერვალს ქუთაისმა საზეიმო ვითარებაში აღნიშნა შიო მღვიმელის სალიტერატურო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დილა, რომლის მოწყობა-ჩატარებაში აქტიურად მონაწილეობდა გალაკტიონ ტაბიძე.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ალექსის ძე რუხაძე თბილისში დასახლდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ დავით რ. შველიძის დახმარებით დაფუძნდა ბაქოს დრამატული წრე.

