საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80232

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წლის 27 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავდასხმის საფრთხეს, ერიდებოდა იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავდა, შესაძლებელი იყო ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ზაალ ჭავჭავაძეს რევოლვერი გამოართვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 აგვისტოს საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან სტუმრად ავიდა არტურ ლაისტი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნოშრევან ჯაფარიძის წერილი. მოურავი თავს იმართლებდა პასუხის დაგვიანებისთვის და უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ილია ჭავჭავაძემ საქმის გასარკვევად ნათესავს მიმართა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 17 აგვისტომდე სერგი რომანოზის ძე გორგაძემ გამოსცა კრებულის „ჩვენი მწერლობა“ პირველი ტომი, რომელიც პოეზიას დაეთმო. კრებულში სხვა ავტორების თხზულებებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლექსებიც იყო შეტანილი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 25 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 25 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავისი სამწყსოს „სარკე“ და „სანთელი“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 16 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის კუთვნილ ავჭალის ტყეში ხეების უნებართვოდ მოჭრის გამო ადგილობრივი გლეხები დააპატიმრეს. მათი ნათესავები ილიას დამნაშავეთა პატიებას სთხოვდნენ, მაგრამ საქმეში უკვე პოლიცია იყო ჩარეული და მათი გათავისუფლება ტყის პატრონზე აღარ იყო დამოკიდებული. ილიამ ეს მათ აუხსნა, მაგრამ გლეხები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ აგვისტომდე ილია ჭავჭავაძემ ორ დეპეშა და წერილი გაუგზავნა ყვარლის მოურავ ნოშრევან ჯაფარიძეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის რწმუნებულად აირჩიეს.

1903

ტიპი: მფლობელობა

1903 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძეს დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახურმა დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობა აცნობა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სამეურნეო საზოგადოების კრებას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა კრიმ გირეი და სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის მარტის ბოლოს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების მოქმედებისა ენკენისთვიდგან 1894 წლ. 1 იანვრამდე 1896 წლ. მეჩვიდმეტე წელიწადი“.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 20 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ანტონ ფურცელაძის წერილი მიიღო. იგი ილიას ატყობინებდა, რომ ავად იყო და სთხოვდა, აპრილის ხელფასის მხოლოდ მეოთხედი დაეკავებინა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 30 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, 12 თებერვალს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას დასწრებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 23 აგვისტოს მოურავ მოსე მემარნიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მამამ, გიორგი ფშავლიშვილმა მოსამსახურის პირით ილია ჭავჭავაძეს შეხვედრა სთხოვა. ილიამ შეუთვალა, რომ თუ საქმე საპატიმროდან გაქცეული შვილისთვის შუამდგომლობას ეხებოდა, შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, სხვა საქმეზე კი მზად იყო, მიეღო. პასუხით უკმაყოფილო ფშავლიშვილი გაბრუნდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 18 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ახალ მოურავს, დიმიტრი სოფრონის ძე ჯაშს დაავალა, რომ გლეხებისთვის, რომლებიც ორი წლის მანძილზე გადასახადს თვითნებურად არ უხდიდნენ, პირობის შესრულება მოეთხოვა. მოურავი ილიასგან დაუკითხავად უვადებდა გლეხებს გადახდის ვადას, რითაც მათ თავის მიმართ კეთილად განაწყობდა, ილია კი დაუნდობელ მემამულედ გამოჰყავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 28 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის სხდომის გახსნისთანავე ნიკოლოზ ორბელიანმა ილია ჭავჭავაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ივანე მაჩაბლისთვის „დანოსჩიკის“ წოდებისთვის. ილიას განმარტებისა და მოწმეთა დადასტურების შემდეგ გაირკვა, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ დიმიტრი ყიფიანისგან სამადლობელი წერილი მიიღო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ არენდატორს უნდა ჰქონოდა უფლება, გადამეტებული გადასახადის დაკისრების შემთხვევაში სასამართლოსთვის მიემართა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სახელმწიფოს არენდატორთათვის გადასახადი უნდა შეემცირებინა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ სახელმწიფოს უნდა დაეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფდა გლეხების გადასახლებას მიწების ახლებურად განაწილების მიზნით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 28 აგვისტოს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით აცნობა მთავარი სამმართველოს კანცელარიას, რომ სასურველი არ იყო გაზეთ „დროების“ გადაცემა ილია ჭავჭავაძისთვის, რადგან მისი რედაქტორობის შემთხვევაში ივანე მაჩაბელი, რომელიც არაკეთილსაიმედოდ იქცეოდა, კვლავ აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა გაზეთის გამოცემაში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ივლისს თბილისის პოლიცმაისტერმა წერილობით უპატაკა გუბერნატორს, ილია ჭავჭავაძის საგურამოდან თბილისში ჩამოსვლის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვლილი წლის საქმეთწარმოება დაიბეჭდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აწერდა ხელს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ავტონომიის მოპოვების შემდეგ საქართველოში მყოფი ეროვნული უმცირესობები ხელშეუხებელნი უნდა ყოფილიყვნენ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის იანვარში ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შემუშავებულ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამაში ეწერა, რომ ავტონომიურ საქართველოში სამოქალაქო თავისუფლება უნდა დამყარებულიყო.