საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ვასილ კირვალიძე ბალახნის საავადმყოფოში იწვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო აბაშიძე ქუთაისში გასტროლებზე მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობ ნიკო გვარაძეს თავის ბენეფიზე უნდა დაედგა ახალი პიესა „ბედის ტრიალი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ გარიყულის მოთხრობა „როდემდის“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ყიფიანის ისტორიული ქრონიკა „ბედი ქართლისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის „ხელოვნების მოკლე ისტორიის“ გაგრძელება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის „ქართველ მწერალ-მოღვაწეთა წერილები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვ. გარრიკის სტატია ტრაგიკოს ტომაზო სალვინის შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილებათა გენერლად დანიშნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის რუსთაველის სამკითხველოს „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე მგელაძის თაოსნობით არმავირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება დაარსდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვ. გარრიკის სტატია „ოპ. რიგოლეტო ქართულ სცენაზე“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის„თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელისაბედ ჩერქეზიშვილის პატივსაცემად ქუთაისის დასს საღესასწაულო წარმოდგენა უნდა გაემართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკიფორე ჩხარტიშვილმა გურიაში ძიმითის სამკითხველოს „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, არმავირში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების შემდეგ ივანე მგელაძის თაოსნობით შეიკრიბა სცენისმოყვარეთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა თვეში ორჯერ ქართული წარმოდგენის გამართვა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ამ. პირველის მოთხრობა „შურისძიება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვარს ვალერიან გუნიას ქუთაისის თეატრში სტუმრობის დროს „ბედის ტრიალი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვარს აკაკის დაბადების დღეზე თბილისის ახალ კლუბში ვლადიმერ მესხიშვილისა და ნინო შიოს ასული დავითაშვილის მონაწილეობით „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 10 იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: მიხეილ დავითაია, პეტრე ქობალავა, აქვსენტი გუნია, იასონ გუნია და დავით ქობალავა.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკა დაარსდა 1916 წლის 10 იანვარს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ მათეს ძე დავითაია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 10 იანვარს სახალხო სახლში წარმოადგინეს შილერის „ყაჩაღები“, სპექტაკლის რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 იანვარს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ არმავირში გამართულ აკაკი წერეთლის საღამოზე წარმოადგინეს დავით აწყურელის ვოდევილი „ორი მშიერი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 იანვარს ზესტაფონში გადამწვარი თატრის ფონდის გასაძლიერებლად ვასილ ურუშაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ არმავირში გამართულ აკაკი წერეთლის საღამოზე დ. გურიელმა წმინდა ნინოს ცხოვრება-მოღვაწეობაზე ისაუბრა.