საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიის თანახმად, ქართველი სოციალ-დემოკრატები და მათი თანამოაზრეები ყველგან მოღალატეებს ხედავდნენ. იქაც კი, სადაც ამის დაშვება ყოვლად წარმოუდგენელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებული პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის 4-თვიანი კურსები ჩატარდებოდა თბილისში, მიხეილის პრ. N132-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებულ ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებს გაუძღვებოდა პ. ფ. პალატნიკოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებულ გიმნაზიაში სწავლის მსურველებს განცხადებები უნდა ჩაებარებინათ მიხეილ სპილიტოსთან, პუშკინის ქუჩა N 4-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებულ გიმნაზიაში მსურველებს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მოსამზადებელ კლასებში იღებდნენ. კლასებს გაუძღვებოდნენ კიევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი მიხეილ ნიკოლოზის ძე სპილიტო და გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე მაქსიმეს ძე ვალობუევი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი სოფელ საგარეჯოში ჩავიდა საზოგადო ზვრების გაშენების თაობაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე დავით მიხეილის ძე იმნაიშვილმა ლანჩხუთის ორკლასიანი სასწავლებლის ბიბლიოთეკას წიგნები შესწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისზე, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, შეგირდებს ლოჟის კუპონების შეძენა 50 კაპიკად შეეძლოთ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის წარმოდგენილი მისი პიესის „და-ძმისთვის“ საგანგებოდ შეკერეს მდიდრული ისტორიული ტანსაცმელი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის წარმოდგენილი ვალერიან გუნიას „და-ძმის“ მეხუთე მოქმედების პირველ სურათში რატილის ქართულ გუნდს შემდეგი სიმღერები უნდა შეესრულებინა: „სიმღერა სასიკვდილოდ განწირულთა“, „სიმღერა მხედართა“, „სიმღერა გმირთა", ხოლო დასასრულს „ლოცვა“ უნდა ეგალობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას ბენეფისისთვის ქართული დრამატული საზოგადოების მსახიობებს პირველად უნდა წარმოედგინათ მისი ორი ახალი პიესა: ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“ მეგრელთა წარსული ცხოვრების შესახებ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, კონსტანტინე ყიფიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას ბენეფისში, რომელიც 1892 წლის 29 იანვარს უნდა გამართულიყო, ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 26 იანვარს, საღამოს ლოცვის შემდეგ, ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების ინსპექტორს, მისიონერ მღვდელმონაზონ ლეონიდეს თბილისის სიონის ტაძარში ქართულ ენაზე უნდა ექადაგა.

1892

ტიპი: ავტორობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ იაკობ სვიმონიძის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ხანდაზმულთა გადმოცემით, 1830 წელს თბილისში ქოლერის ეპიდემია იყო და მოსახლეობის ნაწილი მანგლისსა და მის მიდამოებში გაიხიზნა.

1892

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ქოლერის ეპიდემიის შესახებ დაბეჭდილ სტატიაში იაკობ სვიმონიძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გახანგრძლივებას ხელს უმეცრება და გონებრივი სიბნელე უწყობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უნდა შექმნას და ხალხში გაავრცელოს ქართულენოვანი ბროშურები ჰიგიენისა და სხვადასხვა სნეულების მკურნალობის შესახებ.

1892

ტიპი: მფლობელობა

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტერბურგში გარდაცვლილი პროფ. ი. ი. ჩუბინაშვილის ოთხ დიდ ყუთში მოთავსებული ბიბლიოთეკა გადაეცა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და წიგნების გამომცემელი ამხანაგობის მაღაზიაში იყიდებოდა არტემ ახნაზაროვის მიერ თარგმნილი ალექსანდრე სუმბათაშვილის ოთხმოქმედებიანი დრამა „ბორკილი“ 40 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და წიგნების გამომცემელი ამხანაგობის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა არტემ ახნაზაროვის მიერ თარგმნილი ვოლტერის მოთხრობა „ზადიგი“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრება, რომელიც 19 იანვარს დამსწრეთა სიმცირის გამო ვერ ჩატარდა, საზოგადოების წესდების მე-15 პარაგრაფის თანახმად, განმეორებით დაინიშნა 26 იანვარს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს ალექსანდრე ნანეიშვილი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს გიორგი ზდანოვიჩი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის წევრი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის მმართველად ალექსანდრე გარსევანიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის ხაზინადრად თომა მთავრიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის პირველი კრება ჩატარდა, რომელსაც ამხანაგობის დროებითი ხაზინადარი ალექსანდრე გარსევანიშვილი თავმჯდომარეობდა.