რეგისტრირებული ფაქტები80266
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მარიამ ცაგურიას საქართველოს განათლების სამინისტროში გადამწერის თანამდებობა ეკავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თედორე სოტნიკოვი საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანტიპი ვოლჩკოვი საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იული გენინგი საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და ხელფასის სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკიფორე გრიგორუკი განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გრიგოლ კორტაძე საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მიხეილ პრიტულა საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ივანე პუცე საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსი თექთუმანიძე საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ნიკიტა ორლოვი საქართველოს განათლების სამინისტროში კურიერად მუშაობდა და გასამრჯელოს სახით 300 მანეთს იღებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გ. ს. ქავთარაძე იყო ძველი სენაკის სკოლის სჯულის პედაგოგი და მისი ხელფასი 10 მანეთს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტრო დაეთანხმა, რომ თამარა გაბაშვილ-მიქელაძეს მისცემოდა პერიოდული დახმარება, გარდაცვლილი მეუღლის ჯამაგირი შემწეობის სახით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ბერლინის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი გ. გ. მეჰრაბიანი თბილისში ჩამოვიდა და ავადმყოფებს ყოველდღე – დილის ცხრიდან პირველ საათამდე და საღამოს ექვსიდან რვა საათამდე იღებდა ბებუთოვის ქ. N 23-ში.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციამ ილია ანდრონიკაშვილის გარდაცვალების გამო სოფ. კარდენახიდან სოციალ-ფედერალისტთა ორგანიზაციის სახელით კ. დარაშვილის სამგლოვიარო წერილი მიიღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის პირველ ოფიციალურ სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ დაადასტურა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების სურვილი ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან და მოითხოვა, მიეწოდოთ „ზუსტი განცხადება რესპუბლიკის არსის, ფორმის და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ორგანიზების შესახებ“. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მეორე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციის მიერ გაკეთდა განცხადება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც უკვე ჩაერთო საერთაშორისო ურთიერთობებში და პროტესტს გამოთქვამდა ბრესტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის მესამე სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ წარადგინა ახალი დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულება მესამეს არ უნდა ეხებოდეს. ამასთან მოუწოდებდა ამიერკავკასიის დელეგაციას, რათა მიეღო ზომები სხვა სახელმწიფოთა მიერ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაციამ მიუთითა ამიერკავკასიის დელეგაციას, რომ 23 იანვრის ტელეგრამით ბრესტის კონფერენციაზე წარმომადგენლების გაგზავნის თაობაზე უარის თქმით იგი წარმოჩნდა როგორც რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დროს ოტომანთა ხელისუფლებამ ამიერკავკასიაში სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ შეიტყო და გამოთქვა სურვილი კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ოტომანთა დელეგაცია მიუღებლად თვლიდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ამიერკავკასიასთან მიმართებაში. მოითხოვდა ოფიციალურად განსაზღვრულიყო მმართველობის ფორმა, ამიერკავკასიის ტერიტორია, სახელმწიფო ენა და რელიგია; გარდა ამისა, ზუსტად უნდა განსაზღვრულიყო ამიერკავკასიის ხელისუფლების პოზიცია ოტომანთა იმპერიისადმი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონში ამიერკავკასიის დელეგაცია არ დაეთანხმა ოტომანთა დელეგაციას ბრესტის ხელშეკრულების ქმედითობასთან დაკავშირებით და შეახსენა 1/14 იანვრის მიმართვით, თურქეთმა თვითონ უწოდა ამიერკავკასიას დამოუკიდებელი. ტრაპზონში ორი დელეგაციის ყოფნის ფაქტი ამტკიცებდა ორივე მხარის მიერ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების იგნორირებას. საჭირო იყო მოლაპარაკებების სიმძიმის ცენტრი არა ფორმალურ-იურიდიული კამათი ყოფილიყო, არამედ საქმის არსი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.