რეგისტრირებული ფაქტები80262
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ქოლერის ეპიდემიის შესახებ დაბეჭდილ სტატიაში იაკობ სვიმონიძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გახანგრძლივებას ხელს უმეცრება და გონებრივი სიბნელე უწყობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უნდა შექმნას და ხალხში გაავრცელოს ქართულენოვანი ბროშურები ჰიგიენისა და სხვადასხვა სნეულების მკურნალობის შესახებ.
1892
ტიპი: მფლობელობა
„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტერბურგში გარდაცვლილი პროფ. ი. ი. ჩუბინაშვილის ოთხ დიდ ყუთში მოთავსებული ბიბლიოთეკა გადაეცა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთი „ივერია" ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრება, რომელიც 19 იანვარს დამსწრეთა სიმცირის გამო ვერ ჩატარდა, საზოგადოების წესდების მე-15 პარაგრაფის თანახმად, განმეორებით დაინიშნა 26 იანვარს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ალექსანდრე ნანეიშვილი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს გიორგი ზდანოვიჩი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის წევრი იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის მმართველად ალექსანდრე გარსევანიშვილი აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე ამხანაგობის ხაზინადრად თომა მთავრიშვილი აირჩიეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 11 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის პირველი კრება ჩატარდა, რომელსაც ამხანაგობის დროებითი ხაზინადარი ალექსანდრე გარსევანიშვილი თავმჯდომარეობდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი და ვასო აბაშიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც ალექსი-მესხიშვილმა შესანიშნავად იმღერა რუსულად „შეშლილია“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიასა და ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული პიესა „აირია მონასტერი“ უარყოფითად არის შეფასებული გაჭიანურებული მოქმედებისა და გაუმართავი სტილის გამო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძეს ზვარი ჰქონდა თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის გამსესხებელი სალაროს დირექტორმა ყაზარიანცმა თბილისის გამგეობას ანგარიში წარუდგინა 1891 წლის განმავლობაში სალაროს საქმიანობის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ხიდის ჩატეხის შემდეგ, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა, ტერ-კოსტა არარატიანი დროებით გადააყენეს მღვდლობიდან.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მაზრის უფროსი ლევან ჯანდიერი ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების სია პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის ზედამხედველობით უნდა შეედგინათ.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში საყურადღებო ცნობების შემცველი დიდ წიგნად შეკრული სიგელ-გუჯრების ასლები აღმოჩნდა.