საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. გ. გამალეის შეუთხზავს სტატია საკანონმდებლო თვითმართველობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ინჟინერ კლაპს შეუთხზავს სტატია საქალაქო კონცესიების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ზ. ი. კლეინს დაუწერია სტატია ქალაქის ფინანსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ა. მადისონს დაუწერია სტატია „სამხედრო და მუნიციპალური სობორი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, სერგეი ზუბჩანინოვს დაუწერია სტატია „ქალაქი და ადგილ-მამული“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილიოდორ იანოვიჩს დაუწერია სტატია „საქართველოს მიწები“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა თ. შიშმარევის სტატია „მუნიციპალური სოგორის მოღვაწეობიდან. თბილისის მუნიციპალური ცხოვრება“ და მ. ბეკერის – „ქრონიკა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ი. გ. გამალეის სტატია „საზოგადოებრივი და კერძო-საკანონმდებლო თვითმართველობა“, ზ. მ. დრუჟინინის – „გამტკიცებული საქმე“ და ლ. ა. იშკოვის – „ქალაქები და კლასგარეშე განათლება“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ილიოდორ იანოვიჩის სტატია „საქართველოს მიწები“, სერგეი ზუბჩანინოვის – „ქალაქი და ადგილ-მამული“ და ე. ა. მადისონის – „სამხედრო და მუნიციპალური სოგორი“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ზ. ი. კლეინის სტატია „ქალაქის ფინანსები“, ინჟინერ კლაპის – „შერეული ტიპის საქალაქო კონცესიები“ და გ. ბენაევის – „სტატისტიკა“.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დმიტრიევსკიმ ქალაქის გამგეობას შესთავაზა თივის ხუთი ვაგონი, პუდი 10 რუბლად. გამგეობა დასთანხმდა მის შემოთავაზებას.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობის სასურსათო განყოფილებიდან ტყავის უკანონოდ გატანისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს იაროსლავლის საბირჟო არტელის არტელშჩიკი გაიდაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. ბ. ველიბეკოვმა თბილისის გამგეობას აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი შაბის პარტია (პუდი 118 რუბლად) შესთავაზა თუთუნის, საპნის, ჩაისა და შაქრის სანაცვლოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. ბ. ველიბეკოვმა თბილისის გამგეობას აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი შაბის პარტია (პუდი 118 რუბლად) შესთავაზა თუთუნის, საპნის, ჩაისა და შაქრის სანაცვლოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 სექტემბერს ფრეილინას ქუჩაზე მდებარე ყოფილი თბილისის საადგილმამულო ბანკის შენობაში ჩატარდებოდა ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოების სხდომა, რომელზეც გეინი წაიკითხავდა რჩეული ქართველი პოეტების ლექსებს ლაისტის თარგმანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 სექტემბერს ფრეილინის ქუჩაზე მდებარე ყოფილი თბილისის ბანკის შენობაში ჩატარდებოდა ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოების სხდომა, სადაც არტურ ლაისტი წაიკითხავდა ლექციას ქართული პოეზიის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიაში აურჩევიათ ბახტაძე და მალჩარსკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიაში აიჩიეს ამატიანი, ჩხაიძე, ბერეჟიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სადამკვირვებლო საბჭოში აირჩიეს ვ. როხლინი, თევდორე ღლონტი და ნაცვლიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აირჩიეს ლოსკუტოვი და წულუკიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აურჩევიათ: რამიშვილი, შალვა წერეთელი და ს. ფონშტეინი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აირჩიეს დარჩია, გოგებაშვილი და თალაკვაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ჩქარა ქრებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ ადგილას, მარტყოფისა და ნორიოს მსგავსად, ნავთობი ნიადაგიდან ჟონავდა და ზედაპირზე გუბეები წარმოიქმნებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, მარტყოფიდან სამ ვერსტაზე მდებარე დაბა საცხენისში ორ ადგილას აშკარად შეიმჩნეოდა ნავთობის არსებობის კვალი.