საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავადაზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ თელავისა და სიღნაღის მაზრების თავადაზნაურობას მიზნად უნდა დაესახა კახური ღვინის ფასის გაზრდა და საზღვარგარეთ გატანა გასაყიდად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ თელავისა და სიღნაღის მაზრების მცხოვრებთა ერთადერთი საარსებო წყარო ღვინის შემოსავალი იყო, მაგრამ მათ ღვინის გაყიდვა უჭირდათ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილეს ზაქარია იასეს ძე ანდრონიკაშვილის მოსაზრება თელავსა და სიღნაღში საზოგადოების დაარსების შესახებ, რომლის მიზანიც კახური ღვინის რეალიზაცია უნდა ყოფილიყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ილია ჯორჯაძე დაესწრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სწავლისა და პანსიონით სარგებლობის წლიური გადასახადი 180 მანეთი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892-1893 სასწავლო წელს პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებული საკომერციო კურსების შესწავლის მსურველებს უსასყიდლოდ შეეძლოთ კურსების პროგრამებისა და წესების მიღება ალექსანდრე ფრიდონოვის სახლში, სადაც მიმდინარეობდა სწავლება, ასევე ძმები წოვიანოვების საბანკირო კანტორაში, სიონის ქუჩაზე.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, სენაკის მაზრის მომრიგებელ შუამავალს, კოლეგიის მრჩეველ ალექსანდრე მიქელაძეს სამოქალაქო მრჩევლის ჩინი მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, კოლეგიის მრჩეველი ალექსანდრე მიქელაძე სენაკის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, სოლომონ ხიმშიაშვილი გოქჩაის მომრიგებელი შუამავალი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, გოქჩაის მომრიგებელ შუამავალ სოლომონ ხიმშიაშვილს კოლეგიის ასერორის ჩინი მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, ყაზახის მაზრის უფროსს, კოლეგიის ასერორ იოსებ ყანჩელს, კარის მრჩევლის (ნადვორნი სოვეტნიკის) ჩინი მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის" ცნობით, კოლეგიის ასერორი იოსებ ყანჩელი ყაზახის მაზრის უფროსი იყო.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის" ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძე 19 თებერვალს კუკიის სასაფლაოზე უნდა დაეკრძალათ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით აწყურელი იუწყებოდა, რომ ყოველ წელს 15 აგვისტოს სოფელ აწყურში თეთრი გიორგის სალოცავის დღეობას დღესასწაულობდნენ თელავის, სიღნაღის, თიანეთის, ტფილისის, ზაქათალის მაზრებიდან მოსული მრავალრიცხოვანი მომლოცველნი, არა მარტო ქართველები, არამედ სომხები, თათრები და ქისტებიც.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის გაზეთ „ივერიაში“ დ. აწ.-ის ფსევდონიმით დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის (აწყურელის) წერილი ქოლერის ეპიდემიასთან დაკავშირებით თელავის მაზრის სოფელ აწყურში არსებული ვითარების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში შვილის მიბარების მსურველებს წერილობითი თხოვნით უნდა მიემართათ სკოლის მზრუნველ ილია წინამძღვრიშვილისთვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებულ საკომერციო კურსებზე 1892-1893 სასწავლო წელს ისწავლებოდა საკომერციო ეკონომია, საკომერციო არითმეტიკა, ბუღალტერია, არითმეტიკა საანგარიშოთი, საკომერციო მიწერ-მოწერა, სავაჭრო და სათამასუქო წესდებები, სწრაფი, გარკვეული, ლამაზი წერა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმებ წოვიანოვებს საბანკო კანტორა ჰქონდათ სიონის ქუჩაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებული საკომერციო კურსები ფუნქციონირებდა ალექსანდრე ფრიდონოვის სახლში, სერგიევისა ქუჩისა და ნაგორნის ქუჩის N9 კუთხეში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. მანუელიანცის მიერ ქალებისა და ვაჟებისთვის დაფუძნებული საკომერციო კურსები სწავლას 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 8 თებერვალს კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მომხსენებელმა ტარატინოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჩითეულის ზოგიერთ მწარმოებელს განზრახული ჰქონდა იმერეთში ბამბის გასაწმენდი მანქანების შემოტანა და საუკეთესო თესლის უფასოდ დარიგება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 8 თებერვალს კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მომხსენებელმა ტარატინოვმა აღნიშნა, რომ იმერეთისა და რაჭა-სამეგრელოსთვის, სადაც ვენახები ხმებოდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბამბის მოყვანას, რადგან ეს შეღავათს მისცემდა დაზარალებულ გლეხობას.