საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 8 თებერვალს კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მოისმინეს ნ. პ. ტარატინოვის მოხსენება თემაზე „რა ადგილი უჭირავს ამიერკავკასიის სამეურნეო მცენარეთა შორის ბამბას“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ ლევან ხიმშიაშვილის როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ სვიმონ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სახელოსნო გამგეობის ატესტატის მფლობელი ესმა გიორგის ასული ქიქოძე მსურველებს სთავაზობს ქალის ტანსაცმლის ჭრა-კერვის სწავლებას სამი თვის განმავლობაში 20 მანეთად, აგრეთვე ქალის ტანსაცმლის შეკერვას ხელსაყრელ ფასად ქ. ოზურგეთში.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, გორის სამაზრო სამმართველოს კანცელარიის მოხელე სიმონ სოლომონის ძე კანდელაკი დაინიშნა თბილისის ოლქის სასამართლოს კანცელარიის მოხელედ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. ნა-ლის (ალექსანდრე ნანეიშვილის) წერილი „ქართული თეატრი ქუთაისში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით ერისთავის „სამშობლოში“ კოტე მესხმა და კოტე ყიფიანმა დიდი ოსტატობით ითამაშეს ლეონიძისა და ხიმშიაშვილის როლები.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 1-ელი სექტემბრიდან საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, სოფლის მასწავლებელი ალექსი მიქელაძე ახალციხის სამოქალაქო სკოლის მასწავლებლის თანაშემწედ დაინიშნა.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, 60 წლის ირინე ლორთქიფანიძისა აზნაურ სამსონ ლორთქიფანიძის მეუღლე იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფითოევს რუსული დრამატული დასის ანტრეპრენიორობის ვადა ამოეწურა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ 50 კაპიკად იყიდებოდა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ივანე როსტომაშვილს მისწერა და მარჯორი და ოლივერ უორდროპებისთვის თელავში ღირსეული მეგზურობის გაწევა სთხოვა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი და ოლივერ უორდროპები თელავში გაამგზავრა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ცახელის ლექსები 20 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი სახალხო კალენდარი 10 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი საქართველოს კალენდარი 45 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში დიმიტრი მაჩხანელის „ძმური სიტყვა“ იყიდებოდა 25 კაპიკად.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თომა ციციშვილს საკუთარი ტყე ჰქონდა ქარელში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ერისთავს ქარელის განაპირას თავს დაესხნენ მჭედლიშვილი, თედოზაშვილი და ქვრივიშვილი და სცემეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კირილე ციციშვილი სოფელ ზემო ხვედურეთის მცხოვრები იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხიდისთავის ბოქაული დეკანოზიშვილი იყო.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტროპაიძესა და აბულაძეს დუქნები ჰქონდათ ქარელის განაპირას.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძე იყო დიმიტრი გიორგის ძე ქვლივიძის ძმა.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაცვლილი ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში უნდა შემდგარიყო 18 თებერვალს.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებათა სამი ტომი ავტორის სურათით და ფაქსიმილეთი 7 მანეთად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ფერაძის მიერ თარგმნილი „ამპარტავანი გიორგი“ 5 კაპიკად.