საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის პირველ სექტემბერს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1917 წლის 1-ელ სექტემბრამდე ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე კუზანის ივანოვის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა, 1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი – ფრანგული ენის მასწავლებლად ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ნინო შიოს ასული დავითაშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ვალერიან გუნია ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ბეგლარ ახოსპირელის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ტასო აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე იუზა ზარდალიშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გადაწყვიტეს, ნ. ჯავახიშვილი ქართველ მსახიობთა დასში მიეწვიათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე არადელ-იშხნელის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე ვასილ ალექსის ძე აბაშიძის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე პლატონ ევგენის ძე ჩიქვინიძის (კორიშელის) ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ სექტემბერს თბილისში გამართულ კრებაზე იოსებ თარალაშვილის ქართველ მსახიობთა დასში მიწვევა გადაწყვიტეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის აგვისტოში გრიშა ბეჟანიშვილმა და მ. ხატიაშვილმა სოფ. ველისციხეში გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 სექტემბერს დავით კარიჭაშვილმა ვარლამ ბურჯანაძეს მისწერა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების 1915 წლის მოქმედების სრული რევიზია დაავალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 სექტემბერს სამტრედიის თეატრში პოლიევქტოს ირეთელის „დამარცხებულნი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს ტიციან ტაბიძემ წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს და სთხოვა, სწვეოდა ჭყვიშში გრიგოლ ვეშაპიძესთან ერთად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძემ თბილისიდან წერილი მისწერა ვალერიან გაფრინდაშვილს, რომელიც შეიცავდა ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან და გალაქტიონ ტაბიძეებისა და თავად გრიგოლ რობაქიძის პოეტურ პორტრეტებს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 სექტემბერს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „შენი ჭირიმე“, რეჟისორი – შალვა დადიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის სტატია „მხოლოდ დადგენილება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა საფო მგელაძის ლექსი „დაღუპულ მებრძოლს“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე წუწუნავა ქუთაისის დასის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ევგენი რიადნოვმა თბილისში საოპერო სტუდია დააფუძნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დასაწყისი გაბრიელ გოგუაძის მოთხრობისა „დიდებული საიდუმლო“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე იმედაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ბაქრაძის პიესა „აი, ახლა კი დავწინაურდი“.