საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87259

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა შიო მღვიმელის „სამი ცელქი“ 20 კაპიკად და მისივე „ძუნწი“ – 13 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა მელანიას მოთხრობა „ბნელო“ 40 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა იოსებ დავითაშვილის თხზულებანი ავტორის სურათით, ბიოგრაფიით და ფაქსიმილეთი 80 კაპიკად, ხოლო კარგი ყდით – მანეთად და 25 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ლადო აღნიაშვილის მიერ შეკრებილი ხალხური ზღაპრები 30 კაპიკად იყიდებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ბაჩანას „დაბადება და აღზრდა ერეკლე ბატონიშვილისა“ 15 კაპიკად.

1892

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით, ქართველთა ამხანაგობის წიგნის მაღაზიაში ავქსენტი ცაგარლის სამ კომედიას 60 კაპიკად ყიდდნენ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ხიმშიაშვილის როლი კოტე მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წლის 18 თებერვლის „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ქვლივიძის ცოლი იყო ნატალია ეფრემის ასული ქვლივიძისა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 22 თებერვალს ვ. ი. ვოლკომირსკის ლექცია უნდა წაეკითხა თემაზე, შესაძლებელია თუ არა იარსებონ მცენარეებმა და ცხოველებმა ცის მნათობებზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 თებერვალს ვ.ი. ვოლკომირსკის მიერ წაკითხული ლექციის შემოსავლის ნახევარი დანიშნული იყო დამშეულთა სასარგებლოდ, ნახევარი – ნათლისღების დღეს უბედური შემთხვევის გამო დაზარალებულთათვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „სამშობლო“, რომელშიც ქუთაისელ მსახიობებთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული არლანი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე და ალექსანდრე ნებიერიძე.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელ ტერ-კოსტა არარატიანს ეჩმიაძინის სინოდის ბრძანებით მღვდელმსახურების ნება დაერთო.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ შუამავალს, კოლეგიის მრჩეველ დიმიტრი ბაქრაძეს მიენიჭა სამოქალაქო მრჩევლის წოდება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ქეთევანის როლი ეფემია მესხმა შეასრულა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 12 თებერვალს ეფემია მესხი ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 15 თებერვალს გორში რატილის ლოტბარობით გამართულ სიმღერის ქართული გუნდის კონცერტს დივერტისმენტი მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობდნენ სვიმონიძე და ადამიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ შაჰის როლი ვასო აბაშიძემ შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის თეატრში წარმოდგენილ „სამშობლოში“ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 15 თებერვალს ქალაქ გორში რატილის ლოტბარობით სიმღერის ქართულმა გუნდმა კონცერტი გამართა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 თებერვალს დიდი მთავარი ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვი ბორჯომიდან თბილისში ჩამოვიდა და მეორე დღეს უკან დაბრუნდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 18 მაისს, დილის 6 საათზე, ირანის შაჰის თბილისიდან წასვლის დღეს, სასახლეში მოგროვდნენ წარჩინებული პირები. შაჰი გააცილეს მთავარმართებლის თანაშემწე ა. ა. ფრეზემ და თბილისის გუბერნატორმა ივანე სვეჩინმა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის მაზრის მომრიგებელ შუამავალს, კოლეგიის მრჩეველ ალექსანდრე ჯაყელს სამოქალაქო მრჩევლის წოდება მიენიჭა.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქუთაისის მაზრის მომრიგებელ შუამავალს, კოლეგიის მრჩეველ ქაიხოსრო ლორთქიფანიძეს სამოქალაქო მრჩევლის წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ საურთიერთო ნდობის საზოგადოების დირექტორმა ბ. პარუნბეგოვმა თანამდებობდა თავისი თხოვნით დატოვა.