რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1847
ტიპი: გარდაცვალება
1847 წლის 1-ელ მარტს სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი დავით იოვანეს ძე გოგორიშვილი გარდაიცვალა.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს ბესარიონ ქველის ძე გამრეკლიძე სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 22 ივლისს სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იოვანეს ძე კახიძე გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ცხინვალში ებრაელი პატარკაციშვილი მიხა იოსებაშვილის სახლში ხანჯლით შევარდა მისი ცოლის, სიფორას მოსაკლავად. ქალი ოთახში ჩაიკეტა და კივილზე მოსული მეზობლების დახმარებით უშველა თავს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წელს თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირის გავრცელების ბრალდებით საქონლით მოვაჭრეების, აღალო და ზაქარია მკალავიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816 წელს გერასიმე მინდელი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864-71 წლებში იოანე სიმონის ძე სალაძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1902 წლებში დომენტი იოანეს ძე რამინიშვილი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854-55 წლებში არსენ ეგნატეს ძე გოგორიშვილი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882-83 წლებში იოსებ შიოს ძე გორგაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წელს იაკობ ლევანის ძე მაჭავარიანი სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-17 წლებში გიორგი კონსტანტინეს ძე გაჩეჩილაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1858
ტიპი: თანამდებობა
1858-63 წლებში იოვანე დავითის ძე კახიძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1815
ტიპი: თანამდებობა
1815-31 წლებში ბესარიონ ამაშუკელი სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლების – „დანაშაული და სასჯელი“ და „რაინდი, უშიშარი და გულმართალი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კოტე შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში „დანაშაული და სასჯელი“ მონაწილეობდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 27 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ვასო აბაშიძის გადაკეთებული სპექტაკლი „დანაშაული და სასჯელი“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ყვირილაში გედევან ზურაბის ძე ჩუბინიძე მეურვეობას უწევდა ღარიბ მოსწავლეს, ილ. მანჯავიძეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის გაზაფხულზე ძმებმა პოლოვცოვებმა რედაქტორ მეშჩერსკის გამოქვეყნებული წერილის გამო რედაქციაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძმები დააპატიმრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვეტერინარ მრევლიშვილის გამოძიებით გაირკვა, რომ თიანეთის მაზრაში საქონლის ჭირი პირუტყვით მოვაჭრეების აღალო და ზაქარია მკალავიშვილების მიერ გასაყიდად ჩაყვანილი საქონლისგან გავრცელდა წინა წელს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში სტეფანე ივანეს ძე ბეთანოვის თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული უძრავი ქონების გადასახადი 1896 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა. ამ თანხიდან ქონების სანაცვლოდ აღებული თანხა 1607 მანეთი და 70 კაპიკი იყო, ხოლო პროცენტი – 289 მან. 17 კაპ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვრიდან სასოფლო მეურნეობის, ეკონომიისა და ჰიგიენის ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს შეეძლოთ ქუთაისში, ჟურნალის რედაქციაში, ან ნ. სვიმონოვის შენობაში მდებარე სტამბაში შეეძლოთ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გრიგოლ თომას ძე კაიაბეგოვს ახალციხეში კეთილმოწყობილი ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 3 დუქანი და 51 კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ჰქონდა.

