საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90619

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შ. ლეკვიაშვილმა ქართულად თარგმნა შექსპირის „ქარიშხალი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 13 ივნისს თბილისში აფთიაქარი ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 ივნისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი მესხიშვილის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „ინსტიქტი“ და „მათიკო“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

დავით მიხ. ჯაფარიძე პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის 14 ივნისს, დაიღუპა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 ივნისს საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი ბენედიქტე იოვანეს ძე კახიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 16 ივნისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხელოსნების კლუბში გედევან ვასილის ძე გედევანოვის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში ზაქარია ნიკოლოზის ძე გომელაურის თაოსნობით სალიტერატურო-მუსიკალური და იუმორისტული საღამო გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილმა (გრიშაშვილმა) ლექსი წაიკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილმა ლექსი წაიკითხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დადგეს დავით ერისთავის პიესა „სამშობლო“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე ო. ს. აგასოვამ იმღერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ საზოგადოებას ხონის თეატრის მოკლე ისტორია გააცნო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს ხონის თეატრის არსებობის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაში მარო მდივანი, ოლიმპიადა ღოღობერიძე, მიხეილ (ნემო) ჯანოევი, ალექსანდრე ყალაბეგიშვილი და ანდრია მურუსიძე მონაწილეობდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე იოსებ ივანეს ძე გვანცელაძემ (დაროშვილმა) ლექსი წაიკითხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-სამუსიკო და იუმორისტული საღამოში იოსებ თარალაშვილმა და ალექსანდრე იმედაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 ივნისს სახალხო სახლში გამართულ სალიტერატურო-მუსიკალურ და იუმორისტულ საღამოზე ვანო პეტრეს ძე სარაჯიშვილმა შეასრულა კომპოზიტორ ირაკლი ალექსანდრეს ძე ჯაბადარის რომანსი „ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო პეტრეს ძე ქურხული თბილისში ეზო-ეზო დადიოდა და კლასიკურ მუსიკას უკრავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის სტატია „თამაში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ილარიონის ძე კასრაძემ დაწერა რომანი „წითელი ზამბახი“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ჯინჭველაძემ ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაასრულა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კ. ძიძაძის ლექსი „რა მემღერება?!.“

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი თბილისის ახალ კლუბში მიიწვიეს კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად.