რეგისტრირებული ფაქტები90619
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლ. ჩხენკელი ხონის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 ივლისს გიორგი არჯევანიძე წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ 12 წელი იმუშავა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თეოფილე ხუსკივაძემ ზესტაფონში 14 წელი იმუშავა მასწავლებლად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სურამის საზოგადოებრივი საკრებულოს საზაფხულო სცენაზე შალვა ნიკოლოზის ძე დადიანის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „სტუმარი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ თარალაშვილის თაოსნობით კოჯორში უნდა წარმოედგინათ „ახირებულია“ და „ბაიყუში“.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოლექსე დავით სოლომონის ძე გივიშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იაგო ტეტუნაშვილმა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ ქართველ მუსლიმებს თავისი ხარჯით გამოუწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ მაქსიმეს ძე სიორიძემ ხვარბეთის საზოგადოების კოოპერატივს იოსებ ტუღუშის ხსოვნის პატივსაცემად „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ახალი სენაკის ქართული დრამატული საზოგადოება ზაფხულის სეზონს 10 ან 17 ივლისს იწყებდა. წარმოდგენებში ვალერიან ლევანის ძე გუნიას უნდა მიეღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არშაკ სერგეის ძე ბაბოვი სახალხო სახლის მმართველ კომისიაში თავის წარმომადგენლად აირჩია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილი მონაწილეობდა სტავროპოლის საკომერციო კლუბში გამართულ მუსიკალურ საღამოში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან ლევანის ძე გუნიას თეატრში მოღვაწეობის 35 წლის იუბილე ნოემბერში უნდა აღენიშნათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 10 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სტავროპოლის საკომერციო კლუბში ე. ა. შერვაშიძის თაოსნობით მუსიკალური საღამო გაიმართა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 11 ივლისიდან 1918 წლამდე კონსტანტინე ანთაძე ზესტაფონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის სამზრუნველო საბჭოს წევრად დაინიშნა.

