საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 10 მაისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „თბილისის ქართული საადგილმამულო ბანკის კრების გამო“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ ცალკე გამოსცა წიგნი „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი ილია ჭავჭავაძისა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 2 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 1 აგვისტოს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის საგარეო პოლიტიკა და ავსტრია“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში გამოქვეყნდა შიო მღვიმელის ლექსი „ქარო, დაჭრილი ლომივით“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში დავით კლდიაშვილის მოთხრობა „წრფელი გული“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პოდპოლკოვნიკი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი ჩერნომორსკის გუბერნატორის მოადგილეობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის ნოემბერში ქუთაისში სტეფანე ხოჯივანიშვილის მიერ შედგენილი წიგნაკი გამოიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 იანვარს ბაქოში უნდა გამართულიყო ქართული საქველმოქმედო საღამო, რომელსაც მარიამ ღოღობერიძე გაუძღვებოდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თელავის მაზრის უფროსის უფროსი მოადგილე ინდუევი ახალქალაქში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს ლ. პ. მასტიცკი თბილისის პოლიცმეისტერად დაინიშნა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს თბილისის პოლიცმეისტერმა ლ. პ. მასტიცკიმ შემოიღო კანონი რესტორნებში გასაყიდ პროდუქციაზე ნიხრის დაწესების შესახებ.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 18 ნოემბერს ბათუმში გამართულმა ქალაქის საბჭოს კრებამ გადაწყვიტა, განსვენებული აგენტების, ჯაიანისა და დოხოვსკის ოჯახებისთვის აგენტის თითო წლის ხელფასი გადაეცათ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჟურნალ „მოამბის“ №11-ში დაიბეჭდა ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ერკმან-შატრიანის მოთხრობის „გლეხი კაცის ისტორია“ პირველი ნაწილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა თამარ ბაგრატიონმა და მარიამ ორბელიანმა დეპეშით მიულოცეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა დავით და ეკატერინე სარაჯიშვილებმა დეპეშით მიულოცეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა ელისაბედ ჭავჭავაძემ დეპეშით მიულოცა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა ნიკო ნიკოლაძემ და მიხეილ ჩიკვაიძემ დეპეშით მიულოცეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა პეტრე ტრუბეცკოიმ დეპეშით მიულოცა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 6 აპრილს პეტრე ტრუბეცკოი რუსეთის თავად-აზნაურთა საარჩევნო ყრილობის წინამძღოლი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს მემარჯვენე თავადებმა ქუთაისის გუბერნიის წარმომადგენლებად ვლადიმერ მიქელაძე და ანდრია ერისთავი აირჩიეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 9 მარტს მოწვეულ გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დასახელებულ პირთაგან კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძე და მიხეილ გედევანიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: მარიამ მიქელაძისა, პელაგია კანდელაკისა, ნინა სტურუასი და სხვ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაში, რომელზეც ვასილ მაჩაბლის ნათესავმა მიხეილ ვეზირიშვილმა გამგეობა და, შესაბამისად, ილია ჭავჭავაძე გაუყიდველი მამულების გამო მიღებული ზარალისთვის დაადანაშაულა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ქალაქისთავის მოადგილე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით მილის წყალი ქალაქისთვის საკმარისი იყო და იმ შემთხვევაში, თუ მეტი წყალი იქნებოდა საჭირო, ქალაქს ჰქონდა საშუალება, წყალი შორიდან გამოეყვანა.