საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 21 სექტემბერს კიწიაში გაიხსნა ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომლის დირექტორი იყო ბლაღოჩინი კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია.

1908

ტიპი: განათლება

1908 წლის პირველი სექტემბრიდან გალაკტიონ ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე გახდა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 17 ნოემბერს ტარას ფუტკარაძეს, ანტონ მელქაძესა და თევდორე ბალანჩივაძეს სასამართლომ გემის ძარცვისთვის ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ლეონტი ილარიონის ძე წიქორიძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809 წელს დავით კაშია სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: განათლება

1908 წლის 18 ივნისს გალაკტიონ ტაბიძემ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების საბუთი მიიღო.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872-74 წლებში დავით გიორგის ძე საცერაძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში კიწიას დეპუტატის, ხუხუას სახლს ავაზაკები დაესხნენ თავს და გაქურდეს.

1828

ტიპი: თანამდებობა

1828 წელს ბესარიონ თათეიშვილი სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში გიორგი იაკობის ძე კუჭუხიძე სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-08 წლებში ილია ნიკოლოზის ძე ჯინჭველაშვილი სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-17 წლებში გიორგი იაკობის ძე კუჭუხიძე სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1828

ტიპი: გარდაცვალება

1828 წლის 8 მარტს სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ბესარიონ თათეიშვილი გარდაიცვალა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 28 სექტემბერს ჟურნალ „ახალ კვალის" მე-19 ნომერში გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „შავი ღრუბელი".

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა დაიწყო დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს მიხეილ სიმონის ძე მჭედლიძე ბაღდათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882-1903 წლებში ნიკოლოზ იესეს ძე ციბაძე სოფ. ბაშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 27 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ ოთხმოქმედებიან მელოდრამაში „დანაშაული და სასჯელი“ ბარბარე ავალიშვილისა კორას როლს ასრულებდა, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი – ჟორჟის, ვასო აბაშიძე და გედევან გედევანოვი – უსაქმური ყმაწვილებისას.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 25 ნოემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭოს სხდომაზე 35 ხმით 2-ის წინააღმდეგ ალექსანდრე გაბაშვილი საბჭოს წევრად აირჩიეს. წევრობის მეორე კანდიდატი იყო იაკობ გიორგის ძე ჩიმაკაძე.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის ნოემბერში დუშეთში ამირაღოვს თავისმა გამყიდველმა, ალექსანდრე შავერდოვმა მაღაზიიდან 50 თუმანი მოჰპარა. დამნაშავემ დანაშაული აღიარა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 22 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ სოლომონ აბულაშვილის საქმე განიხილა, მას ძმის, მიხეილ აბულაშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით ციხე მიუსაჯა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1917 წლებში ბიქტორ თეოფანეს ძე ტყემალაძე სოფ. ბაჯითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-1900 წლებში თეოფანე მაქსიმეს ძე ტყემალაძე სოფ. ბაჯითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.