რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს და ატყობინებს ვეჰიბ-ფაშასგან მიღებულ კერძო ინფორმაციას ხოფის რაიონში ჭურვების ჩამოყრასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის 7 საათზე ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო ულტიმატუმი თურქეთის ხელისუფლებისაგან, რათა 48 საათის განმავლობაში ეცნობებინათ საბოლოო პოზიცია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის გამგეობამ დაადგინა, სახლის კომიტეტებს, გარდა სურსათის განაწილებისა, დაევალოთ ბინის საქმე და სანიტარული მდგომარეობის მიხედვა. ამ საკითხის ინსტრუქციის შესადგენად აირჩიეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: კალუჟნი, პოპოვი, ფირუმოვი, დავიდხანიანი, გეპშტეინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ, ქალაქის თვითმართველობის დადგენილებით, ბინის საკითხის გამგემ, გეპშტეინმა უნდა შეიმუშაოს ბინის პროექტი და საბჭოს წარუდგინოს განსახილველად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 მარტის „ერთობის“ ცნობბით, სპარსეთიდან მომავალ ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის მოსამსახურეებს ნახიჩევანის გზაზე თავს დაესხა ყაჩაღთა ბრბო და მოკლეს ხუთი კაცი, მათ შორის ბეგოიძე და ბარსეგოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ტელეფონის, ტელეგრაფის და რადიო-ტელეგრაფის რწმუნებულად დაინიშნა ბართლომე გიორგის ძე სურგულაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმის ციხის კომენდანტად დაინიშნა გენერალი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ბათუმის რაიონის თავდაცვის უფროსად – მდივანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრის განკარგულებით ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის მაზრებისა და სოხუმის ოლქის ემისრად ვასო ქავჟარაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 მარტის ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოაცხადა, რომ ბოლშევიკებისა და მუსულმანების შეტაკების დროს ბაქოში ვერაგულად მოკლეს სეიმის წევრი, სოციალ-რევოლუციონერი ლ. ათაბეგიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 მარტიდან აბრამ ბერგანიძე გზათა სამინისტროს შვეიცარად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 5 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 მარტს თურქეთის სახელმწიფოს ულტიმატუმი სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით და ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელის დასკვნა გადაგზავნეს ტრაპიზონიდან თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მარტიდან ლიუბოვ მოსეს ასული ფრიდმანი გზათა სამინისტროს კანცელარიის ჩინოვნიკად და ტელეფონისტად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 8 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი სამშვიდობო დელეგაციის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელს ტრაპიზონში ატყობინებდა, რომ სეიმის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა 26 მარტს და გადაწყვიტეს, ოტომანთა დელეგაციის ულტიმატუმთან დაკავშირებით ყოველგვარ დათმობაზე წასულიყვნენ. ასევე სწერდა, რომ ტრაპიზონში მიემგზავრებოდა სახალხო განათლების მინისტრი უსუბეკოვი და სეიმის მდივანი კანტემიროვი. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარის ევ. გეგეჭკორისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს საომარ მდგომარეობას არდაგანში, ყარსსა და ბათუმში. სიტუაციის გამოსასწორებლად მას მიაჩნია საჭიროდ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ამოქმედდეს ბრესტის ხელშეკრულება. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს ტრაპიზონში მყოფმა ამიერკავკასიის დელეგაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ბრესტის ხელშეკრულების აღიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ტელეგრამით აცნობა ხელისუფლებას თბილისში. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტის სხდომა. სხდომის თავმჯდომარე იყო მ. მ. ბრაილოვსკი, მოადგილე – მიხეილ ანდრონიკოვი, ესწრებოდნენ: კ. ი. სანიცკი, დიმიტრი აბხაზი, ლ. მ. გულიევი. სხდომაზე განიხილეს ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის 16 მარტის დადგენილება ნავთობის შესახებ, ასევე ნავთობის რაიონული კომიტეტის ლიკვიდაციისა და არსებული ორგანოს ორ განყოფილებად გაყოფის საკითხი.
1918
ტიპი: ავტორობა
ნავთობის ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის წარმომადგენელმა კ.ი. სანიცკიმ 1918 წლის 28 მარტს ჩატარებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ვაჭრობისა და წარმოების მინისტრის 16 მარტის დადგენილება იყო ბიუროკრატიული ქმედება, რაც სამთო განყოფილებას განადგურებამდე მიიყვანდა. ადგილობრივი ქვანახშირი ჯერ კიდევ არ იყო მორგებული ფართო მასებზე და არც ყველა სახეობა იყო საკმარისად გამოკვლეული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტს გამართულ ნავთობის ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის სხდომაზე პ. ი. სანიცკის აზრს დაეთანხმა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევდა კომიტეტი დარჩენილიყო სახელმწიფოებრივ ორგანოდ, როგორც მანამდე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი წერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმში სიმაგრის კომენდანტის, მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორისთვის, ხოლო ასლებს მინისტრებისთვის, ნოე რამიშვილისა და ნოე ჟორდანიასთვის გადასაცემად, რომელშიც ამცნობს მოწინააღმდეგის პოზიციის ვარაუდს და სთხოვს მათ, შეაჩერონ საომარი მოქმედებები. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს თბილისსა და ბათუმში სამხედრო მინისტრსა და მიხაილოვსკის სიმაგრის კომენდანტს, რომელშიც საჭიროდ მიიჩნევს შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან გაჩნდა იმედი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 28 მარტის საღამოს 9 საათამდე ამიერკავკასიის დელეგაციამ ტრაპიზონში, თურქეთის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან პასუხი ვერ მიიღო. საკითხი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობების მიღებას ეხებოდა. ამავდროულად ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც კიდევ 48 საათით გაგრძელდა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.