რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 24 ნოემბერს ქართულ თეატრში წარმოდგენილ გუცკოვის ხუთმოქმედებიან ტრაგედიაში „ურიელ აკოსტა“ კოტე ყიფიანმა დესილვას როლი შეასრულა, ბარბარე ავალიშვილისამ – ივდითის, თამარა ივანიძემ – ურიელ აკოსტას დედის.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე გომელაური ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროში იყო.
1899
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1899 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება დადო სტეფანე მიხაილოვთან, რომ ის ილიას დაფინანსებით ააწყობდა წისქვილს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერეკლე მეორის მონეტა შესწირა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივნისს ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში დაესწრო ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო საღამოს, რომელზეც წაიკითხეს პუშკინის „წინასწარმეტყველის“ მისეული თარგმანი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძე შეხვდა ალექსანდრე სარაჯიშვილს და ჰკითხა, დათანხმდებოდა თუ არა სოხუმის მერობის კენჭისყრაზე, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კომისიას გუბერნიის ერთ-ერთ სამაზრო ქალაქში ვაჟთა გიმნაზიის გახსნისთვის შუამდგომლობა ევალებოდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 4 აპრილს გაზეთ „კვალში“ ს. გ-ძე-ს ხელმოწერით გამოქვეყნდა ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგო გორგაძის ღია წერილი „ბ. „ვარ“-ისადმი“, რომელიც ეძღვნებოდა იპოლიტე ვართაგავას მიერ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ სტატიას „ნიმუში „კვალისტების“ რიხიანობა-ამპარტავნება-ფანატიკოსობისა“.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საზღვარგარეთ ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 2 სექტემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ერთი კვირით ქალაქ ვენაში გაჩერდა.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1900 წლის 14 ივლისამდე ბერლინში ილია ჭავჭავაძე ექიმ ერნსტ ლეიდენთან მკურნალობდა.

